კანავარო: "ოქროს ბურთი" ჩავიმ უნდა მიიღოს"

კანავარო: "ოქროს ბურთი" ჩავიმ უნდა მიიღოს"

 

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და "ოქროს ბურთის" მფლობელი, იტალიელი ფაბიო კანავარო თვლის, რომ წელს ეს ჯილდო კატალონიის "ბარსელონას" ესპანელ ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს უნდა გადაეცეს. კანავაროს აზრით, იგი შესანიშნავი მოთამაშეა და ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

 

"მე "ოქროს ბურთს" ჩავის მივცემდი. ესპანელი ნამდვილად სხვებზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს. სიმართლე გითხრათ, შარშან გაკვირვებული დავრჩი, როცა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლიონელ მესის მიანიჭეს და არა იგივე ჩავის ან ანდრეს ინიესტას. წელს ეს პრიზი აუცილებლად "ბარსას" ნახევარმცველმა უნდა მიიღოს." –ციტირებს კანავაროს სიტყვებს Foorball Italia.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჩავისთან ერთად წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.