ვილია: ”მსურს ვითამაშო მიუნხენში და ევროპის ჩემპიონატზე”

ვილია: ”მსურს ვითამაშო მიუნხენში და ევროპის ჩემპიონატზე”


ესპანელმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში უმძიმესი დაზიანება მიიღო ოპტიმისტური სიტყვები გაუგზავნა გულშემატკივრებს.

დავიდ ვილიამ ”facebook”-ის გვერდზე შეაფასა მისი ტრავმა და გამოხატა დიდი ოპტომიზმი. მისი სურვილია მიუნხენის ფინალში თამაში, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინაში გავა.

მოგესალმებით! დიდი მადლობა ყველას! ეს ტრავმა დიდი დარტყმაა ჩემთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები. მსურს მიუნხენში გასამართ ფინალამდე დავბრუნდე (ვიცი, რომ თანაგუნდელები მიმიღებენ) და მონაწილეობა მივიღო ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის ბევრს ვიშრომებ. მათ ჩემი იმედი აქვთ! ხვალ მე ესპანეთში ვიქნები. გეხვევით ყველას!


                              [media=http://www.youtube.com/watch?v=znnJLejMlA4]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.