ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

როგორც მოგეხენებათ დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემიონატზე "ბარსელონა" "ალ სადს" დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო(0:4). გოლები ადრიანოსა(დუბლი), კეიტასა და მაქსველის ანგარიშებზეა. 

ფეხბურთელებმა კომენტარი გაუკეთეს ამ თამაშს.

 

ტიაგო ალკანტარა: "ამ გამარჯვებით გუნდა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ჩემი აზრით ფინალში გამარჯვეა არ უნდა გაგვიჭირდეს. სამწუხაროა ვილიას ტრავმა. იგი პრაქტიკულად მთელ დანარჩენ სეზონს გამოტოვებს, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისი  იქნება. მას ვუსურვებ სწრაფად გამოჯამრთელებას და ყველაფერს კარგს, რადგან მან ეს დაიმსახურა. იმედია მალე დაგიბრუნდება."

 

ვიქტორ ვალდესი: "ძალიან ვწუხვარ ვილიას ტრავმის გამო. თუ შევძელით ფინალში გამარჯვება, ამ ტიტულს "ელ გუახეს" მივუძღვნით. ჩვენთვის იგი დიდი დანაკლისი იქნება. იმედია მალე გამოჯამრთელდება. არამგონია "სანტოსთან" გამარჯვება გაგვიადვილდეს. "ბარსა" და "სანტოსი" თამაშის სტილით გვანან ერთმანეთს, ასე რომ ფინალი ძალიან საინტერესო იქნება.  ეს არის ფინალი,მ რომელსაც ყველა ელოდებოდა. ჩვენ გვყავს მესი, მათ კი ნეიმარი.  ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან სახიფათო იქნება და მას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ."

 

ადრიანო: "ძალიან სამწუხაროადავიდის ტრავმა. იგი ძალიან დაგვაკლდება მთელი სეზონის განმავლობაში. რაც შეეხება მატჩს, მოხარული ვარ ჩემი ორი გატანილი გოლით, მაგრამ მთავარი ჩემი გოლები კი არა გუნდია. წინ გველოდება მნიშვნელოვანი ფინალი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და დაძაბული იქნება."

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.