დავიდ ვილიამ წვივის ძვალი გაიტეხა

დავიდ ვილიამ წვივის ძვალი გაიტეხა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალური მატჩის 36-ე წუთზე დავიდ ვილია მეტოქის საჯარიმოში წაიქცა. ფეხბურთელმა შეცვლა მოითხოვა და იგი მოედანზე ალექსის სანჩესმა ჩაანაცვლა.

 

თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს დავიდმა კუნთი დაიჭიმა, თუმცა ჩატარებულმა სამედიცინო ტესტებმა მეტად არასასურველი შედეგი აჩვენა. დავიდ ვილიამ მარცხენა ფეხის წვივის ძვალი გაიტეხა. წინასწარი ინფორმაციით იგი 4-დან 6 თვემდე იუქმებს.

 

ვილია უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას განმეორებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. ხსენებული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=WOijvEIYd6k]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.