12 ფეხბურთელის შესაძლო დებიუტი საკლუბო მუნდიალზე

12 ფეხბურთელის შესაძლო დებიუტი საკლუბო მუნდიალზე

კატალონიის "ბარსელონას" 23 კაციან განაცხადში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც არასდროს უთამაშიათ საკლუბო მუნდიალზე. ესენი არიან: ფაბრეგასი, ვილია, სანჩესი, მასკერანო, ალკანტარა, დოს სანტოსი, პინტო, მაქსველი, ადრიანო, ფონტასი, კუენკა და ოიერი. აღსანიშნავია, რომ პინტო, მაქსველი და დოს სანტოსი იყვნენ გუნდის განაცხადში 2009 წელს, თუმცა მონაწილეობა არცერთ მატჩში არ მიუღიათ.

 

იოკოჰამა 2006 - აბუ დაბი 2009 - იოკოჰამა 2011

 

განაცხადში 11 ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც მოგებული აქვთ ეს ტურნირი: ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა, პედრო და მესი. გუნდის 4 კაპიტანი მესამედ ღებულობს ამ ტურნირში მონაწილეობას: ვალდესი, ჩავი, ინიესტა და პუიოლი. აღსანიშნავია, რომ "შესანიშნავმა ოთხეულმა" 2006 წელს მარცხი იწვნია პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალთან".

 

გვარდიოლას მესამე

 

ეს ტურნირი პეპისთვის მესამე იქნება. ფეხბურთელის რანგში იგი 1992 წელს დამარცხდა "სან პაულოსთან" 2:1. ზუსტად 17 წლის შემდეგ იგი მწვრთნელის ამპლუით წარსდგა და ფინალში "ესტუდიანტესი" დაამარცხდა 2:1 პედროსა და მესის გოლების წყალობით.

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.