"რეალი"–"ბარსელონა". გვარდიოლა მატჩის შემდეგ

"რეალი"–"ბარსელონა". გვარდიოლა მატჩის შემდეგ

 

"რეალთან" გამარჯვების შემდეგ, "ბარსას" მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ძალიან გახარებული იყო და თქვა, რომ იგი ამაყობს თავისი ფეხბურთელებით. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მას ყველაზე მეტად საკუთარ შეგირდებში თავდადება და მამაცობა მოეწონა.

 

"ამ მოგებით კმაყოფილზე მეტი ვარ. ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩს და ვუმკლავდებოდით მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს. აშკარად საჭიროზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. ყველაზე მეტად ჩემს ფეხბურთელებში მამაცობა მომეწონა. ისინი მომზადებულები იყვნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. დღეს ვიხილეთ როგორ უნდა თამაშის მოგება მაშინ, როცა პირველ გოლს გიტანენ და მოწინააღმდეგე გადის წინ."

 

პეპმა ასევე ისაუბრა ვალდესის თამაშზეც. როგორც იცით, სწორედ მან დაუშვა შეცდომა და მიუგორა ბურთი დი მარიას, რასაც ბენზემას სწრაფი გოლი მოჰყვა. მწვრთნელის აზრით, ვიქტორმა მაღალ დონეზე ჩაატარ ეს მატჩი.

 

"აი კიდევ ერთი დასტური მამაცობისა. მიუხედავად იმ დაშვებული შეცდომისა, რომელსაც საკუთარ კარში მიღებული გოლი მოჰყვა, ვალდესი მაინც ცდილობდა პასის გაკეთებას, არადა მას შეეძლო უბრალოდ მოეშორებინა და დაერტყა ბურთი მეტოქის ნახევრისკენ. მთავარია შენს სტილში ითამაშო და აგორავო ბურთი და ერთხელ და ორჯერ თუ დაკარგავ, არაუშავს. ყველა ფეხბურთელი ქების ღირსია, რადგან აქ გამარჯვება ყოველთვის ძნელია."

 

გვარდიოლას თქმით, ამ მარცხის მიუხედავად, მოურინიოს შეგირდები მაინც მათი მთავარი და უძლიერესი კონკურენტი იქნება "ლა ლიგაში".

 

"ეს მარცხი მათ მორალურად ნამდვილად არ ჩაძირავს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები და შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მითუმეტეს, წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა გასამართი. ეს მატჩი ჩვენც რომ წაგვეგო, მაინც არაფერი დასრულდებოდა. ეს ამ სახლის ფილოსოფიის ნაწილია. ასევე ნამდვილად არ დაგვიწყებია, რომ თუ "რეალი" "სევილიას" დაამარცხებს, ისინი კვლავ ლიდერები იქნებიან. კარგია ასე რომ მიდის ყველაფერი. აბა აქვს რაიმე ინტერესი უკვე ნოემბერში ან დეკემბერში საკუთარი თავის ჩემპიონად შერაცხვას? მთავარია ჩვენს მომავალ შეხვედრაზე გადავიტანოთ კონცენტრაცია და ვნახოთ როგორ დასრუდლება ბოლოს ყველაფერი." –დაასრულა გვარდიოლამ.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.