ფეიერვერკები ბარსელონაში

ფეიერვერკები ბარსელონაში

"ბარსელონას" კიდევ ერთმა ბრწყინვალე გამარჯვებამ "რეალზე", ძალიან გაახარა ამ კლუბის გულშემატკივარი. მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა ნამდვილი ფეხბურთის შოუს მომსწრე. კატალონიაში ზეიმი გუშინ მთელი ღამის მანძილზე გრძელდებოდა.

 

ქალაქ ბარსელონას ცენტრში, დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვების შემდეგ, ათასობით ადამიანი გამოიშალა ქუჩაში და ერთად აღნიშნავდნენ ამ ბრწყინვალე მოგებას. ბარსელონას ქუჩებში რამდენიმე ადგილას დიდი ეკრანებიც იყო დამონტაჟებული, სადაც მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

როგორც გამოჩნდა, კატალონიელები დარწმუნებულნი იყვნენ გამარჯვებაში და ამისთვის კარგადაც ყოფილან მომზადებული. როგორც კი მსაჯმა 90 წუთის შემდეგ ჩასტვინა, ბარსელონას ცა ლამაზ ფერებში განათდა. გაიმართა ფეიერვერკების დაუვიწყარი შოუ. როგორც ზევით ავღნიშნეთ, კულეები დიდ მოგებას მთელი ღამის მანძილზე აღნიშნავდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.