ჩავის საიუბილეო შეხვედრა

  • 9-12-2011, 11:29
  • ჩავის საიუბილეო შეხვედრა


    ჩავი ”ბარსელონას” რიგებში მე-14 სეზონს ატარებს. მისი დებიუტი პირველ გუნდში 1998 წლის 18 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე შედგა. ამ მატჩი ”მალიორკასთან” მან გოლის გატანაც შეძლო.

    მას შემდეგ მან პრიმერაში 397 მატჩი გამართა, 121 ჩემპიონთა ლიგაში, 13 უეფას თასზე, 51 სამეფო თასზე, 10 ესპანეთის სუპერთასზე, 3 ევროპის სუპერთასზე და 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ჩავის კლუბში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული და ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული (18).

    63 გოლი

    599 შეხვედრაში ჩავიმ თავი 63-ჯერ გამოიჩინა. 42 გოლი პრიმერაში, 10 ჩემპიონთა ლიგაში, 7 სამეფო თასზე, 3 ეპსანეთის სუპერთასზე და 3 უეფას თასზე. მისთვის უგოლო ტურნირებად ჯერ-ჯერობით ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რჩება.

    ტიტულები

    ”ბარსელონა”: ჩემპიონთა ლიგა (3), ესპანეთის ჩემპიონატი (6), სამეფო თასი (1), ევროპის სუპერთასი (2), ესპანეთის სუპერთასი (5), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1).

    ესპანეთის ნაკრები: ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი.

    ინდივიდუალური პრიზები: ”ევრო 2008-ის საუკეთესო ფეხბურთელი”, ზედიზედ სამი წელი ის ოქროს ბურთის კანდიდატთა სამეულში ხვდება.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი