საუკეთესო ჯგუფური ეტაპი გვარდიოლას ერაში

  • 7-12-2011, 05:27
  • საუკეთესო ჯგუფური ეტაპი გვარდიოლას ერაში

     

    "ბარსელონამ" სულ ახლახანს ახალი რეკორდი დაამყარა ხოსეპ გვარდიოლას ხელში. კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ამ ჯგუფურ ეტაპზე 18 შესაძლო ქულიდან 16 აიღეს და გააუმჯობესეს შარშანდელი მაჩვენებელი, სადაც მათ 14 ქულით დაასრულეს სეზონი.

     

    "ბარსამ" ჯგუფის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე "მილანთან" ფრედ დაასრულა (2:2); შემდეგ იყო მოგება "ბატესთან" სტუმრად (5:0); ამას "კამპ ნოუზე" "პლზენთან" გამარჯვება მოჰყვა (2:0); მათ კიდევ ერთი სამი ქულა აიღეს პრაღაში (4:0); "ლურჯ–ბროწეულისფერებმა ამის მერე "სან სიროზე" პრესტიჟულ გამარჯვებას მიაღწიეს (3:2); ჯგუფური ეტაპი კი ბელორუსიის ჩემპიონთან საკუთარ კედლებში მოგებით დასრულდა (4:0). "ბლაუგრანამ" 20–ჯერ აიღო მეტოქის კარი და მხოლოდ 4 გაუშვა (ოთხივე "მილანთან").

     

    გვარდიოლას "ბარსელონას" ახლა უკვე ზედიზედ მეორე ჯგუფური ეტაპია არ წაუგია. ამ წელს მათ მხოლოდ ერთხელ დაასრულეს მატჩი ფრედ, ხოლო შარშან–ორჯერ ("რუბინთან", 1:1 და "კოპენჰაგენთან ასევე 1:1). 2009 წლის 20 ოქტომბრიდან მოყოლებული, კატალონიელები დაუმარცხებლები არიან. ბოლოს "ლურჯ–ბროწეულისფერებმა" 3 ქულა სახლში დაკარგეს, მაშინ, როცა "რუბინმა" ყველასთვის შოკის მომგვრელ გამარჯვებას მიაღწია (2:1).

     

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა