იუნგერ კლისმანი: "ჩვენ ყველა ვცდილობთ რომ ხალხს ვასიამოვნოთ"

  • 6-04-2009, 22:17
  •  

     

    სანამ "ბარსელონა” და "ბაიერნი” ერთმანეთს შეხვდებიან, ამ უკანასკნელის მწვრთნელმა ინტერვიუ მისცა "BARCATV”-ის და საიტ "WWW.FCBARCELONA.CAT”-ის ჟურნალისტებს, სადაც მან ისაუბრა ამ ორი უძლიერესი კლუბის შესახებ.

    –ფიქრობთ რომ "ბაიერნი” და "ბარსელონა” ერთმანეთის მსგავსი გუნდებია?

    –ისინი ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან ჩვენ გვყავს სხვადასხვა ფეხბურთელები, გვაქვს სხვადასხვა ტრადიციები და გარემოებები. "ბაიერნს” აქვს ფეხბურთის სხვა სტილი. ვიცი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად ორგანიზებული დაცვაში და უნდა დავკეტოთ სივრცეები, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვართ შემტევი გუნდი, გვიყვარს ბურთის ფლობა და შეტევა. ჩვენ და "ბარსელონა” იმით ვგავართ ერთმანეთს, რომ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ, რათა მათ ვაჩვენოთ ლამაზი თამაში, მაგრამ ამას სხვადასხვა გზებით ვაკეთებთ, რადგან ჩვენ 4-4-2 სისტემით ვთამაშობთ, ხოლო "ბარსელონა” 4-3-3–თ, მაგრამ ორივე გუნდი თამაშობს იმისთვის, რომ ასიამოვნოს გულშემატკივარს.

    –რას ფიქრობთ იმაზე რომ "ხოსეპ გვარდიოლა” არის ყოფილი მოთამაშე და ახლა უკვე მწვრთნელი "ბარსელონასი”?

    –პეპ გვარდიოლა არ იყო მხოლოდ კარგი მოთამაშე, ამაში დამეთანხმება ყველა, ვინც ცოტათი "აზრზეა” "ბარსას” ისტორიის და კულტურის. ის სისტემა რომელიც შექმნა იოჰან კრუიფმა და რომელსაც მთელი მსოფლიო სიამოვნებით უყურებდა, გვარდიოლამ იშვილა. ამიტომაც ჩვენ გერმანელები დიდ პატივს ვცემთ მას.

    –ანალიტიკოსების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მწრვთნელი, რომელსაც უყვარს შემტევი ფეხბურთი, სიმართლეა?

    –ვფიქრობ, ეს ჩემს ბუნებაში ზის, რადგან მე ვიყავი ფორვარდი და უპირატესობას ვანიჭებდი შეტევას, ვიდრე დაცვას, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შენ გიწევს დათმობა და იმ სტილის თამაში, რომელსაც გუნდი თამაშობდა და ვფიქრობ "ბარსელონა” ამის კარგი მაგალითია. აღმაფრთოვანებელია რასაც "ბარსელონა” აკეთებს, ამიტომაც მოსწონს ბევრს მისი თამაშის ყურება.

    –ფიქობთ, რომ მოგიწევთ მუდამ ყურდღებით ყუფნა დაცვაში ორივე თამაშის განმავლობში?

    –ყველა მწვრთნელმა იცის, რომ როდესაც კარგავ ბურთს, შენ ცდილობ დაიბრუნო ის უკან და სწრაფადვე შეუტიო. "ბარსელონას” ყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ართმეულ ბურთს მალევე მიიტანენ ფორვარდებამდე, რომლებიც კარგადაც შეუტევენ მოწინააღმდეგეს. მაგ: მესი, ეტო, ანრი და ვინ არა კიდევ, მაგრამ ჩვენც გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რიბერი, ტონი, ზე რობერტო და შვაინშტაიგერი. ვფიქრობ, ორივე გუდს შეუძლია ბევრი გოლის გატანა და თამაშიც სანახაობრივი გამოვა.

    –ფიქრობთ, რომ რიბერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე მათ შორის, ვინც გყავთ?

    –ეჭვია არაა, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ ჩვენ ახლა გვყვს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც ერთ მუშტადაა შეკრული. ჩვენ ვცადეთ აგვეშენებინა ისეთი გუნდი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ძალიან ძლიერ ფეხბურთელებზე, მაგრამ ისიც მართალია, რომ რიბერი არის შემოქმედებითი, ძალიან ძლიერი და გადამწყვეტი ფეხბურთელი. ვფიქრობ, რომ ორივე ჩვენგანს ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს და პრაქტიკულად ერთი მეორეზე უკეთესები ვართ.

    წყარო. www.fcbarcelona.cat

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა