ლეომ 20 მატჩში 25 გოლი გაიტანა

ლეომ 20 მატჩში 25 გოლი გაიტანა

  არგენტინელი ფეხბურთელი ამ წელს თითო მატჩში საშუალოდ 1.25 გოლს იტანს და ლიდერობს ბომბარდირთა დავაში როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაში. მისი გოლი "სან სიროზე" გახლდათ პირველი იტალიურ გუნდებთან.

 

 - ლეოს გატანილი პენალტი გახლდათ 25-ე გოლი 20 მატჩში. საშუალოდ 1.25 ერთ შეხვედრაში.

 

 - მესიმ 15 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, 6 ჩემპიონთა ლიგაში, 3 ესპანეთის სუპერ-თასზე, 1 ევროპის სუპერ-თასზე.

 

 - მესი ლიდერობს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავას. ლა ლიგის 12 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 5 დაპირისპირებაში 6-ჯერ დაამწუხრა მეტოქე.

 

 - მესის ამ დროისთვის 205 გოლი აქვს გატანილი "ბარსას" მაისურით და მხოლოდ 30 ბურთი აშორებს სეზარამდე, რათა კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდეს.

 

 - მესი "სან სიროზე" გატანილი გოლით გახდა ბობარდირი სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშიათ.

 

 - ლიონელის პენალტი იყო პირველი გოლი იტალიური გუნდის კარში.

 

 - პეპ გვარდიოლას "ბარსელონამ" 102 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. საიუბილეო მე-100 გოლი კი ვან ბომელის ანგარიშზეა (საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი).

 

 - პეპ გვარდიოლამ გაუსწრო ვან გაალს "ბარსას" მწვრთნელის რანგში მოპოვებული გამარჯვებებით ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანელს 45 შეხვედრაში 27-ჯერ უზეიმია გამარჯვება. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.