"მილანი"–"ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

  • 24-11-2011, 08:30
  • "მილანი"–"ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

    გთავაზობთ ფეხბურთელთა კომენტარებს გუშინდელი ცენტრალური შეხვედრის შემდეგ. ასევე ქვევით შეგიძლიათ წაიკითხოთ სილვიო ბერლუსკონის განცხადება.

     

    ჩავი ერნანდესი: "პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა. მოწინააღმდეგე ხშირად გადმოდიოდა შეტევაზე და თავსაც კარგად იცავდა. მათ გოლის გატანაც მოახერხეს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ჯგუფში პირველი ადგილი გავინაღდეთ და დავრწმუნდით ჩვენს ძალებში. ამ მოგებას ტიტო ვილანოვას და მის ოჯახს ვუძღვნით. ტიტო დღეს ძალიან გვაკლდა და ვიმედოვნებ მალე დაგვიბრუნდება."

     

    კარლეს პუიოლი: "მნიშვნელობა არ აქვს სად თამაშობს "ბარსელონა", ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით. სწორედ ეს გავაკეთეთ დღესაც, თუმცა რა თქმა უნდა გაგვიჭირდა, რადგან "როსონერის" შემადგენლობაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. მათ ძალიან ძლიერი და სახიფათო თავდასხმის ხაზი ჰყავთ. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და უკვე წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები, რომ მისი ნეიტრალიზირება რთული იქნებოდა."

     

    ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მე გოლი პირადი ინტერესების და მოტივების გამო არ გამიტანია. უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩემს გუნდს ამ შეხვედრაში წარმატებისთვის მიეღწია და მოეგო. არაუშავს, მთლიანობაში ნამდვილად სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გამოდგა. მაინც გახარებული ვარ, რადგან მართლაც ძალიან კარგად ვეთამაშეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს."

     

    სილვიო ბერლუსკონი: "მატჩის ანგარიში ნამდვილად სამართლიანია. იქნება ეს მარცხი "მილანისთვის" გაკვეთილი? არა, რადგან "როსონერიმ" შესანიშნავად ითამაშა და აჩვენა თავისი ნამდვილი ძალა. უბრალოდ "ბარსელონა" იყო ძლიერი."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied