რაფინია: "კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემი ოცნება იყო"

რაფინია: "კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემი ოცნება იყო"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი რაფაელ ალკანტარა, რომელიც გახლავთ ტიაგო ალკანტარას უმცროსი ძმა, ძალიან გახარებულია იმ ფაქტით, რომ მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც მოგეხსენებათ, რაფინიამ სულ რამდენიმე დღის წინ მოაწერა ახალ შემოთავაზებას ხელი და ამით ესპანურ გრანდში 2014 წლამდე დარჩენა გაინაღდა.

 

"ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ძალიან გახარებული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე და "ბარსელონაში" ვრჩები. ეს ჩემი ოცნება იყო და ჩემზე ბედნიერი კაცი ალბათ ამ წუთისათვის არსად არაა. მე ვღებულობ იმ სიამოვნებას, რასაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში ჰქვია და ახლა ვალდებული ვარ ამისთვის კარგი თამაშით გადავუხადო მადლობა "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას და ყველას, ვინც ჩემს აქ დარჩენაზე იზრუნა." –განაცხადა ალკანტარა უმცროსმა.

 

როგორც მოგეხსენებათ, რაფინიას დებიუტი "ბარსელონას" პირველ გუნდში არც თუ ისე დიდი ხნის წინ შედგა. იგი ხოსეპ გვარდიოლამ მოედანზე შეცვლაზე შეუშვა, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის თასის პირველ რაუნდში "ოსპიტალეტს" ანგარიშით 1:0 ამარცხებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.