ეტო'ო: "ანჟი" ცდილობს "ბარსელონას" დაემსგავსოს და არა "სიტის"

ეტო'ო: "ანჟი" ცდილობს "ბარსელონას" დაემსგავსოს და არა "სიტის"

"ანჟის" კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო, აცხადებს, რომ მახაჩკალური გუნდი ცდილობს მივიდეს კატალონიის "ბარსელონას" დონემდე. როგორც ცნობილმა ფორვარდმა თქვა, ისინი არ იბრძვიან იმისათვის, რათა "მანჩესტერ სიტივით" ითამაშონ. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქელებმაც ბევრი ფული დახარჯეს სუპერვარსკვლავების შეძენაში და ახალი, ძლიერი კლუბის ჩამოყალიბებაში.

 

"ჩვენ ვიბრძვით, რათა მივაღწიოთ "ბარსელონას" დონეს. კატალონიელები მსოფლიოში ბრწყინვალენი არიან და შესინიშნავად თამაშობენ ფეხბურთს. ძალიან არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ "ანჟი" "მანჩესტერ სიტის" ჰგავს. აქ ფული არაფერ შუაშია. მახაჩკალელების მიზანია, შეიქმნას კარგი, ძლიერი გუნდი, რომელიც საცსე იქნება მაღალი დონის ფეხბურთელებით და გვექნება თამაშის ჩვენი სტილი. ახალი ფილოსოფია უნდა შევქმნათ." –ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს ინგლისური პრესა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.