"ელ კლასიკო" 10 დეკემბერს გაიმართება

"ელ კლასიკო" 10 დეკემბერს გაიმართება

მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება 10 დეკემბერს გაიმართება.

 

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ბევრი ვარაუდი გამოითქვა "ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღსა და დროზე. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დაძაბული საკლუბო დაპირისპირება 11 დეკემბერს, ესპანეთის დროით დღის 12 საათზე ჩატარებულიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "კლასიკოსთვის" ახალი დრო შეირჩა - 10 დეკემბერს, ესპანეთის დროით 22:00 საათზე (თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე) მსოფლიო "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩს იხილავს.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო" მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.