ფეხბურთელები ოთხშაბათს დაბრუნდებიან

  • 13-11-2011, 16:02
  • ფეხბურთელები ოთხშაბათს დაბრუნდებიან


    სამ დღიანი შესვენების შემდეგ ”ბარსას” ფეხბურთელები ვარჯიშს ორშაბათს განაახლებენ. სესიაზე არ იქნებიან ნაკრებში გამოძახებული ფებხურთელები. ორშაბათს და სამშაბათს გუნდი ფილიალის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებს.

    მოსალოდნელია, რომ უმეტესობა ფეხბურთელები ბარსელონაში ოთხშაბათს დაბრუნდებიან და მონაწილეობას მიიღებინ ღამის სესიაში. სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი მზადებას საახალწლო შესვენებამდე ძალიან რთული პერიოდისთვის დაიწყებს. გუნდს სერიოზული მატჩები ელის პრიმერაში, ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში ფეხბურთელთა უმეტესობა ოთხშაბათამდე არ იქნება. უმეტესობა მათგანი სანაკრებო მატჩს სამშაბათს გამართავს.

    ორშაბათი და სამშაბათი ბ გუნდთან

    გუნდს ამ პაუზის გამო 3 დღიანი შესვენება ჰქონდა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ის ფეხბურთელები, რომლებიც თავისუფალნი არიან ნაკრებებიდან ორშაბათს და სამშაბათს ბ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ. ორივე სავარჯიშო სესია დილის 11საათზე დაიწყება და ჟურნალისტებისთვის ღია საწყისი 15 წუთი იქნება.

    საღამოს სესიები ოთხშაბათს და ხუთშაბათს

    პეპ გვარდიოლა უმეტესობა ფეხბურთელებს ოთხშაბათს ელოდება. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები, მესი, მასკერანო და ალექსის სანჩესი გუნდს ხუთშაბათს დაუბრუნდებიან. ორივე დღეს ვარჯიში 18 საათზე გაიმართება.

    მზადება ”სარაგოსასთვის” მატჩის დღეს

    განრიგით პეპ გვარდიოლას გუნდი ”სარაგოსას” შაბათს, ღამით დაუპირისპირდება. პეპს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მთელი გუნდი ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეყოლება. პარასკევს ვარჯიში დილის 11 საათზე გაიმართება და გვარდიოლა მატჩის წინა პრეს-კონფერენციას გამართავს. მატჩის დღეს გუნდი ბოლო მითითებებს ”ნოუ კამპზე”, 11:30 საათზე მიიღებს.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი