"ბარსელონა" 6 თვეა დაუმარცხებელია

"ბარსელონა" 6 თვეა დაუმარცხებელია

"ბარსელონა" და "ბენფიკა" არიან გუნდები, რომლებიც სეზონის დასაწყისიდან დღემდე დაუმარცხებელის სტატუსებით სარგებლობენ. რაც შეეხებათ გვარდიოლას ბიჭებს, ისინი 30 აპრილიდან ამაყად ატარებენ ამ სტატუსს. მათი ბოლო მარცხი იყო ლა ლიგის დასკვნით ფაზაში, სადაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო ("სოსიედადი" 2:1 "ბარსა"). "ანოეტაზე" გამართული მატჩის შემდეგ "ბლაუგრანამ" 25 მატჩი ჩაატარა, აქედან 16 მოიგო, ხოლო 9-ჯერ ქულები გაიყო მეტოქესთან. აღსანიშნავია, რომ 30 აპრილის შემდეგ კლუბმა 4 ტიტული შემატა საკუთარ არსენალს: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ-თასი და ევროპის სუპერ-თასი.

 

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" ამჟამად ლა ლიგის სათავეში არ იმყოფება, მაინც დაუმარცხებელია როგორც ქვეყნის შიდა ჩემპიონატში, ასევე სხვა ტურნირებზე, რომლებშიც ასპარეზობს.

 

ორი ტიტული

 

"ბარსელონამ" სეზონი დაიწყო სუპერ-თასის მატჩებით თავის დაუძინებელ მტერთან, "რეალ მადრიდთან". საბოლოოდ, კატალონიელები დაეუფლნენ ტიტულს მას შემდეგ, რაც ფრე ითამაშეს "ბერნაბეუზე" და იმაჯრვეს "კამპ ნოუზე". ამის შემდეგ მათ ჰქონდათ მატჩი ევროპის სუპერ-თასზე პორტუგალიური "პორტოს" წინააღმდეგ მონაკოში. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" აქაც დამაჯერებლად იმარჯვეს და აღმართეს თასი. დაიწყო ლა ლიგა... კატალონიელებმა 7 მოგება და 4 ფრე ჩაიწერეს თავიანთ ანგარიშზე, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზური კი მეოთხე მატჩში გაიფორმეს 3 მოგებისა და 1 ფრის შემდეგ. რაც შეეხება სამეფო თასს, კატალონიელებმა პირველი შეხვედრა "ჰოსპიტალეტთან" ჩაატარეს გასვლაზე და მინიმალური ანგარიშით, 0:1 იმარჯვეს.

 

ექვს თვეზე მეტი დაუმარცხებელნი

 

"ბარსელონამ" დაუმარცხებელი სერია დაიწყო 30 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ის დამარცხდა "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, ანგარიშით 1:2. მას შემდეგ გუნდმა 25 შეხვედრა გამართა წაგების გარეშე: 16 გამარჯვება, 9 ფრე და 4 ტიტული: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ-თასი, ევროპის სუპერ-თასი.

 

მხოლოდ "ბენფიკა" მიჰყვება "ბარსას"

 

"ბარსას" მსგავსაც, პორტუგალიური კლუბი "ბენფიკაც" დაუმარცხებელია მიმდინარე სეზონში, თუმცა ქვეყნის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში ვერც ისინი იმკვიდრებენ ადგილს. პორტუგალიელები ასევე დაუმარცხებლად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

 

სხვა ევროპული კლუბებიდან აღსანიშნავია "იუვენტუსის" დაუმარცხებლობა, თუმცა იტალიელები სხვა ევრო ტურინირებზე არ იღებენ მონაწილეობას, ისინი მხოლოდ სერია ა-ში ინარჩუნებენ ამ ტიტულს. ბუნდესლიგასა და ლიგა 1-ში დაუმარცხებელი არავინაა, ხოლო პრემიერ-ლიგაში მხოლოდ "მანჩესტერ სიტი" მიიწევს წაგების გარეშე და ღირსეულად იმკვიდრებს პირველ ადგილს ცხრილში. აღსანიშნავია, რომ ქალაქელები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში არიან წაუგებელნი, რადგანაც ჩემპიონთა ლიგაზე მათ მიუნხენის "ბაიერნთან" დათმეს მატჩი 0:2.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.