ერერა:" ატლეტიკი" 92-ე წუთამდე ამარცხებდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდს"

  • 8-11-2011, 00:05
  • ერერა:" ატლეტიკი" 92-ე წუთამდე ამარცხებდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდს"

    მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის ბარსელონამ, ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში სტუმრად "ბილბაოს ატლეტიკთან" ფრე(2-2) ითამაშა. მატჩის შესახებ კომენტარი "ატლეტიკის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ გააკეთა. ცნობისთვის ვალდესის კარში პირველი გოლი სწორედ ერერამ გაიტანა:

    " ატლეტიკი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდს 92-ე წუთამდე ამარცხებდა. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ კმაყოფილები შედეგით, რადგანაც ბოლო წუთზე ხელიდან გავუშვით ბრწყინვალე გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად სასიამოვნოა, როდესაც წარმატებით ითამაშებ ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც "ბარსელონაა". "ატლეტიკი" ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც კარგი მომავალი აქვს წინ," განაცხადა ერერამ.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა