პელე: "მესი საუკეთესოა"

პელე: "მესი საუკეთესოა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ განაცხადა, რომ ამ მომენტში მესი მსოფლიოს საკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მას დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველა დროის საუკეთესოდ იყოს მიჩნეული.

 

Sky Sports News-თან ინტერვიუში პელეს ჰკითხეს, თუ რა უნდა გააკეთოს მესიმ იმისთვის, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს. ამაზე ფეხბურთის ლეგენდამ უპასუხა, რომ ყველა თაობას ჰყავს თავისი კერპი და ამჟამად ის მესია: "მესი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა, უდავოდ. გარკვეული პერიოდის წინ საუკეთესო იყო მარადონა, პლატინი, ზიდანი. ანუ, ყველა თაობას თავისი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა და ამჟამად ასეთი სწორედ მესია."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.