"ბარსელონა" - "სევილია". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ...

"ბარსელონა" - "სევილია". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ...

გუშინ გაგორებული ფრის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მატჩზე...

 

ეს იყო დღე, როდესაც ჩავიმ ლა ლიგაში 391-ე მატჩი ითამაშა და გაუთანაბრდა მიგელს. ასევე ვალდესმა დაამყარა პერსონალური რეკორდი და იგი 607 წუთია გოლს არ უშვებს.

 

დანიელ ალვესი: "ეს ძალიან ემოციური თამაში იყო და "სევილიას" დაცვამ ბრწყინვალედ იასპარეზა. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ არის დღეები, როდესაც ბურთს არ სურს კარში შესვლა".

 

სეიდუ კეიტა: "ჩვენ ვერ შევძელით გოლის გატანა, თუმცა ვითამაშეთ უკეთ და შევქმენით უამრავი მომენტი. თუმცა არ გაგვიმართლა. რაც მთავარია, ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ლეო არის ბიჭუნა, რომელიც მუდამ ეხმარება გუნდს და ცდილობს უამრავი გოლის გატანას. ახლა მას გვერდში დგომა ჭირდება, რადგანაც უნიკალური ადამიანია".

 

ანდრეს ინიესტა: "ეს იმ ტიპის თამაშია, როდესაც თავს ცუდად გრძნობ. ყველაფერი ვცადეთ, უამრავი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი მეკარე საოცარი იყო. ლეოს უბრალოდ არ გაუმართლა, მაგრამ მომავალში კვლავ განაგრძობს გოლების გატანას".

 

ვიქტორ ვალდესი: "ჩემთვის პერსონალური რეკორდი მეორეხარისხოვანია. ის, რაც მსურს არის გამარჯვება, მაგრამ დღეს ეს ვერ შევძელით. ასე რომ, არაფერი საზეიმო არ მაქვს".

 

ადრიანო კორეია: "ვარასი ყველაფერს იგერიებდა. ბრწყინვალე საღამო ჰქონდა. პერსონალურად ყოველდღე ვგრძნობ, რომ უფრო და უფრო კარგად ვარ და ვეხმარები გუნდს იმით, რაც შემიძლია. ვარ როგორც ვინგერი, ისე მცველი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.