მილიტოს ინტერვიუ: “ბარსელონაში” თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში”

  • 9-12-2007, 18:58
  • არგენტინელი მცველი ისე მოერგო კატალონიის "ბარსელონას”, თითქოს მას მთელი ცხოვრება "ნოუ კამპზე” ჰქონდეს გატარებული. მილიტო "ბარსელონას” ფეხბურთლი მას შემდეგ გახდა, რაც მან ხუთი წელი "სარაგოსაში” გაატარა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მადრიდის "რეალის” არაპროფესიონალიზმი, მილიტოს შესაძლოა დღეს სწორედ მადრიდულ კლუბში ეთამაშა, რადგან "რეალის” ექიმებმა არგენტინელ მცველს ჯანმრთელობა დაუწუნეს და მისი ტრანსფერიც სამეფო კლუბში სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა. მადრიდელ ექიმთა არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს არა მარტო მილიტოს მიერ "ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების სიმრავლე, არამედ ის ფაქტიც, რომ "სარაგოსაში” თამაშის დროს მას არცერთ სეზონში პრიმერა დივიზიონში 34 მატჩზე ნაკლები არ ჩაუტარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში მას სერიოზული ტრავმა არცერთხელ არ ჰქონია.

    გთვაზობთ ინტერვიუს, რომელიც მილიტომ კატალონიურ "Sport”-ს მისცა:

    –გახსოვს შენი თავი ბურთის გარეშე?

    –სიმართლე გითხრათ, არა. მე ფეხბურთს ვთამაშობ მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემი ძმა, დიეგო, ჩემზე 15 თვით დიდია და როდესაც მე სიარული დავიწყე, იგი უკვე თამაშობდა ბურთით. ასაკში მცირე სხვაობა, ჩვენ გვაძლევდა საშუალებას, რომ ყოველთვის ერთად გვეთამაშა.

    –ოჯახში მარტო შენ და დიეგო ხართ დეხბურთის მანიაკები?

    –რა თქმა უნდა არა. ბებია და ბაბუა ყოველთვის იყვნენ ფეხბურთის გულშემატკივრები და სწორეთ მათ მიგვიყვანეს საფეხბურთო კლუბში, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს მდებარეობდა.

    –შენ თავიდანვე კლუბში დაიწყე ვარჯიში, ქუჩაში თუ გითამაშია ფეხბურთი?

    –მე ვთამაშობდი ყველგან და ყოველთვის, სადაც ეს შესაძლებელი იყო. სახლში, ეზოში, სკოლაში, ქუჩაში და კვირაში ორჯერ ვვარჯიშობდი კლუბში, ხოლო კვირის ბოლოს ჩვენ გვქონდა თამაში. როდესაც კი მე გამიჩნდებოდა დრო, მაშინვე გავრბოდი ეზოში რა თქმა უნდა ბურთთან ერთად.

    –ამან განაპირობა შემდეგში შენი ამ დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბება?

    –გარკვეულწილად კი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ საჭიროა აგრეთვე ტაქტიკური განსწავლულობა. ამ მხრივ ინიესტა არის სუპერფეხბურთელი, ასევე ჩავიც ძლიერი არის ამ კომპონენტში.

    –ბავშვობაში ჩატარებული საკლუბო თამასები რთული იყო?

    –კი. მე მაშნ ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი თვლის, რომ ბავშვები თამაშობენ მხოლოდ გასართობად, მაგრამ ჩემს ქუჩაზე მთავარი იყო მოგება. ყველას სურდა მოგება.

    –შენ გაგიმართლა, გეთამაშა ძმასთან ერთად ერთ კლუბში…

    –დიახ, იგი მე თავიდანვე მიცავდა.

    –შენი გამოცდილებიდან გამომდინარე მითხარი – თამაში უკეთესია თუ მოგება?

    –ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოგება, ეს ეჭვგარეშეა.

    –და შემდეგ უკვე კარგია თამაშიც…

    –უმეტეს შემთხვევაში კარგად თამაში და მოგება ერთი და იგივეა. დღვანდელ დროში ბევრი გუნდი, რომელიც ნაკლებად სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, აღწევს შედეგს, მაგრამ ამ შედეგიდან გამომდინარე თამაში მაინც კარგად ჩატარებულად ითვლება, სანახაობრივი იყო ის თუ არა. თუ შენ თავს არ იცავ, ესეიგი კონტრშეტევებსაც ვერ ახორციელებ და თამაშსაც ვერ იგებ. ფეხბურთში ბევრნაირად შეიძლება თამაში.

    –ეს ზუსტად ის არის, რაც დაემართათ "რეალს” და "ბარსელონას” გასულ წელს. მადრიდელები მაშინ უკეთ თამაშობდნენ?

    –”რეალმა” მთელი სეზონი კარგად ჩაატარა. მე არ მჯერა, რომ ისინი მეტად მოტივირებულნი იყვნენ, მაგრამ ჩემპიონატის ბოლო ტურებში დიდი როლი ითამაშა იღბალმა. მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რადგან ის მატჩი "რეალმა” სწორედ "სარაგოსასთან” ითამაშა და მადრიდელებს იმდენად უმართლებდათ ჩვენთან, რამდენადაც არ უმართლებდა "ბარსელონას” "ესპანიოლთან”. ნისტელროის და ტამუდოს რომ დაერტყათ კარს ზემოთ, "ბარსა” დღეს ჩემპიონი იქნებოდა.

    –ვინ იყო გაბი მილიტოს კერპი?

    –თუ ფეხბურთელები გყავთ მხედველობაში, მაშინ ეს იყო იტალიელი არიგო საკი. მე მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და მისი თამაშის ყურება ძალზე მსიამოვნებდა.

    –ბავშვობაში შენ დაცვითი თამაში უფრო გიყვარდა, თუ გოლები გატანა?

    –მე თავიდანვე მომსდევს დაცვაში თამაშის სიყვარული. მე ასევე მომწონდა ფრანკო ბარეზი, რომელიც მაშინ მსოფლიოს საუკეთესო მცველი იყო. მე მსურდა გავმხდარიყავი ისეთო, როგორიც იგი იყო. მახსოვს, რომ კვირა დღეს, დილით ადრე ვიღვიძებდი, რადგან სწორედ მაშინ აჩვენებდნენ "მილანის” თამაშს. ასე, რომ ჩვენ, მამასთან ერთად ვუყურებდით ბრაზესი თამაშს.

    –შენ "მილანის” გულშემატკივარი იყავი?

    –არა, მე "ინდეპენდიანტეს” გულშემატკივარი ვიყავი. დედაჩემი და ბებიაჩემი ამ გუნდის ბალეშიკები იყვნენ და მეთ მთ კვალს გავყევი. მე ამ გუნდის თამაშები საყურებლად ღრმა ბავშვობიდან დავდიოვი.

    –და შემდეგ დებიუტიც გქონდა ამ გუნდში…

    –ეს იყო უბრალოდ სიზმარი. "ინდეოენდიანტემ” მე საშუალება მომცა, ემთამაშა ევროპაში.

    –რას ნიშნავს, კარიერა დაიწყო მენოტის მწვრთნელობის დროს.

    –ეს არის სპეციალისტი, რომელიც თავის აზრებს ადვილად გადმოსცემს და შენც მალევე ხვდები რა და როგორ უნდა გააკეთო. იგი არის უბრალო ურთიერთობაში, მაგრამ მის უბრალო რჩევებს დიდი წონა აქვს. მე მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა, 18 წლის ვიყავი, მაგრამ იგი მე შანსს მაძლევდა, მეთამაშა ძირითად შემადგენლობაში. მე ამისთვის მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები.

    –თუ ფეხბურთელის თვალით შევხედავთ, რაიკაარდი რამეთ გავს მენოტის?

    –კი. იგი მე ნამდვილად მაგონებს მენოტის. ისევე როგორც რაიკაარდი, სეზარიც აძლევდა ფეხბურთელებს არჩევანის საშუალებას. ასევე, ისინი ერთმანეთს გვანან გუნდის ტაქტიკურად მომზადებაშიც. იმ ეპოქის "ინდეპენდიანტეს” თამაში თითქმის ანალოგიურია დღევანდელი "ბარსას” თამაშისა. ბურთის კონროლი, დაცვის ხაზის წინ წაწევა, ბურთით მუშაობა, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მოსწონდა მენოტისაც.

    –ნუთუ არგენტინელი ფეხბურთელების ერთადერთი გამოსავალი ემიგრაციაა?

    –ერთის მხრივ არგენტინის ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულია, შენი მპლუის მაღალი კლასის ფეხბურთელების სიმრავლის გამო წინსვლა ჭირს, მაგრამ, მეორეს მხრივ, არგენტინულ კლუბებს უჭირთ ფეხბურთელების თავისთან დაკავება.

    –შენ ყოველთვის ისე სწრაფად გადიოდი ადაპტირებას ახალ კლუბში, როგორც ეს "ბარსელონას” შემთხვევაში მოხდა?

    –დიახ, მე თითქმის ყველგან თავიდანვე თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ესპანურ ფეხბურთში პირველივე დღეებიდან მე თავს კომფორტულად ვგრძნობდი, "ბარსელონაში” კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

    –მადრიდის "რეალთან” დაკავშირებულმა ისტორიამ ცუდად არ იმოქმედა შენს განვითარებაზე?

    –არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ჩემთვის ეს უბრალოდ ანეკდოტია.

    –”სარაგოსაში” გატარებული პირველი თვეების განმავლობაში შენი მუხლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ან ფეხი ან ფეხბურთი…

    –მე ამ ყველაფერს მშვიდად შევხვდი. მე არ ვფიქრობდი, რომ ვინმესთვის რამე დასამტკიცებელი მქონდა. მე მსურდა წამოვსულიყავი ევროპაში და მეთამაშა კარგ გუნდში. მადრიდის "რეალი” შესანიშნავი გუნდი იყო, მაგრამ მე წავედი სხვა გუნდში – "სარაგოსაში” და იქ თამაშისგან მივიღე უდიდესი სიამოვნება. ჩვენ ვიყავით როგორც ერთი ოჯახი. მე "სარაგოსაში” გატარებული წლბიდან მხოლოდ თბილი მოგონებები დამრჩა.

    –რა გიღირდა "სარაგოსადან” წასვლად?

    –ეს ჩემთვის მართალც ძნელი იყო, რადგა მე უკან დავტოვე ოთხი წელი და კარგი მეგობრები. წახვიდე კარგი გუნდიდან, გადახვიდე ქალქიდან, რომელიც ამ წლების განმავლობაში მე საკუთარი ხუთი თითივით შევისწავლე, წახვიდე შორს ხალხისგან, რომლებიც მე მაღმერთებდნენ, ეს მართლაც რთულია.

    –შენ გქონდა შემოთავაზება ტურინის "იუვენტუსიდან” და "ბარსელონადან”, რატომ აირჩიე მაინცდამაინც კატალონიუი კლუბი?

    –მე ვთამაშობ უფრო ესპანურ სტილში და ამასგარდა მე ბევრად უკეთესად ვიცნობ ესპანურ ფეხბურთს, ვიდრე იტალიურს. ამას გარდა, დღეს "ბარსელონა” შედის მსოფლიოს საუკეთესო 2 ან 3 გუნდს შორის და ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მეთამაშა ასეთ კლუბში.

    –შენ მოედანზე ამჟღავნებ სუპერპროფესიონალიზმს და შენ შენი თავის ასეთი გგონია?

    –ასეთ კლუბში და ასეთ დონეზე არავინ არ შეიძლება მოდუნდეს. აქ ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაიღო, არამარტო თამასის დღეს, არამედ ყოველდღიურად.

    –ამდენი წლის თამასის შემდეგ, შეგიძლია თქვა, რომ თავად თამაშის დროს სიამოვნებას იღებ?

    –მე შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ჩემი სამუშაო. გარდა იმისა, რომ შენ აკეთებ შენს საყვარელ საქმეს, რომელიც ამასთანავე კარგად ანაზღაურებადია, შენ გაქვს საკმარისი თავისუფალი დრო, რომელსაც შენი შეხედულებისამებრს გამოიყენებ, ამის არდაფასება არ შეიძლება.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა