ჩავი: “ედმილსონის გამონათქვამებმა ჩვენ რეაგირებისაკენ გვიბიძგა”

  • 9-12-2007, 13:56
  • "ბარსელონას” ნახევარმცელი, ჩავი ერნანდესი აღნიშნავს, რომ "უსაქმურ ცხვრებთან” დაკავშირებულმა ლაპარაკმა გუნდზე ნეგატიურად კი არა, პირიქით, პოზიტიურად იმოქმედა.

    "ედმილსონი იმაში შეცდა, რომ ეს ყველაფერი გასახდელში უნდა ეთქვა და არა ჟურნალისტებისთვის. მისი სიტყვების შემდეგ ჩვენ უფრო დავირაზმეთ ერთი მიზნის მისაღწევად, უფრო მოტივირებულნი გავხდით. ედმილსონის სიტყვები ჩვენ დაგვეხმარა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაგვეძლია პრობლემები, მისმა სიტყვებმა ჩვენ რეაგირებისაკენ გვბიბიძგეს” – აცხადებს კატალონიელთა მეექვსე ნომერი.

    ჩავი აცხადებს, რომ შეცვლილი არის ფეხბურთელების გამოკიდებულება სამუშაოსადმი: "ახლა ჩვენ მივიწევთ ერთი მიზნისთვის. ამ გუნდმა უნდა დაიწყოს დიდი გამარჯვებები და თუ ყველა ჩვენგანი ჩვენს საკუთარ თავზე ვიფიქრებთ მხოლოდ, მაშინ არაფერი არ გამოვა”.

    "ახლა მე ვხედავ, როგორ არის ყველა მოტივირებული. ყველაფერი მარტივადაა: მაჩვენე როგორ ვარჯიშობ და გეტყვი როგორ თამაშობ შენ”. ჩავი არ უარყოფს, რომ გასულ წელს გუნდს აკლდა მოტივაცია და სწორედ ამიტომ დარჩა "ბარსა” ტიტულების გარეშე. "ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი და გაუცნობიერებლად მოვდუნდით, ჩვენ გვჭირდებოდა ახალი მოტივაცია პროგრესისათვსი”.

    ჩავი ამბობს, რომ გუნდში სიტუაცია, როგორც უკანასკნელი 3–4 წლის განმავლობაში, ახლაც შესანიშნავია: "ყველაფერი კარგად არის. რასაც პრესაში წერენ, ჩვენ ყველაფერი გადაგვაქვს ხუმრობაში და ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თუ ჩვენ ვერ ვიგებთ, პრესა წერს, რომ გასახდელში ძალიან ცუდი სიტუაციია, რაც ესე ნამდვილად არ არის. თუ ჩვენ თამაშს ვიგებთ, მაშინ წერენ, რომ გასახდელში იდეალურადაა ყველაფერი, ეს კი ნამდვილად ესეა, ისევე, როგორც ყოველთვის”.

    რაც შეეხება რონალდინიოს, რომელმაც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ჩავი ამბობს: "ყველაფერი არის გადამეტებული. ცრუ ხმებს ავრცელებენ ჩვენი დესტაბილიზაციისათვის, ეს ხმები მოდის მადრიდიდან. ამის შესახებ კარგად იცის თავად რონიმაც. მე მასზე უკეთესი ფეხბურთელი არ მინახავს. რაც შეეხება სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, ეს ფეხბურთელს მეტ მოტივაციას ჰმატებს, ამ დროს შენ ოცნებობდ ერთ რამეზე –რაც შეიძლება მეტი ითამაშო”.

    ფრანკ რაიკაარდზე და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ჩავიმ განაცხადა: "რაიკაარდი არის იდეალური მწვრთნელი ჩვენი გუნდისთვის, რადგა იგი შესანიშნავი ფსიქოლოგია”. "ბარსას” ვიცე–კაპიტანი დარწმუნებულია, რომ მწვრთნელი არ შეცვლის გასახდელის მართვის სტილს.

    რაც შეეხება თავად მის სათამაშო ფორმას, ჩავიმ აღიარა, რომ ეს დამოკიდებულია მის გარშემომყოფებზე: "მე მხოლოდ ერთი ჭანჭიკი ვარ მთელს სისტემაში. თუ ვთამაშობთ ანრისთან ერთად, მე ვიცი, რომ ის ითამაშებს სიღრმეში. მესი და რონი თამაშს თავის თავზე იღებენ. ჩემი მისია არ არის მარტო შეტევების წამოწყება, არამედ ბურთის დაჭერაც. მე ვცდილობ, როდესაც ამის შესაძლებლობა მექნება, გავიანო გოლი. როცა საშუალება გაქვს, კარში აუცილებლად უნდა დაარტყა”.

    დღეს ჩავი თუ მოედანზე გამოვიდა, მაშინ იგი "ბარსელონას” მაისურით ჩატარებული მატჩების მხრივ გაუთანაბრდება პეპ გვარდიოლას, რომელსაც 263 თამაშ აქვს ჩატარებული მშობლიურ კლუბში. ჩავი ამჯერად 262 თამაშით კარასკოს უტოლდება. ამ მაჩვენებლით ჩავი შევა იმ 15 ფეხურთელს შორის, რომლებსაც 391 მატჩით ლიდერობს მიგელი, შემდეგ მოდის რექსაჩი 328 მატჩით, ხოლო მესამე ადგილზე იმყოფება ამორი 311 მატჩით.

    წყარო: www.barcamania.ru

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა