ტორალი: "მსურს ვიყო ისეთი, როგორიც გვარდიოლაა"

  • 22-10-2011, 09:57
  • ტორალი: "მსურს ვიყო ისეთი, როგორიც გვარდიოლაა"

    ესპანური "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის "ბარსელონას" დამრიგებლის, პეპ გვარდიოლას, მიმართ. იტყობინება გავლეიანი მადრიდული გამოცემა "მარკა".

     

    ტორალის აზრით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი პლიუსი არის ადამიანური ღირებულებები: "როდესაც უმუშევარი ვიყავი, პეპ გვარდიოლას ვკითხე, შემეძლო თუ არა მემუშავა მასთან ერთად "ბარსელონაში". პეპი დამთანხმდა და ძალიან კარგად შემხვდა. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ და მისით უფრალოდ აღფთოვანებული ვიყავი. გვარდიოლა თავმდაბლობის განსახიერებაა. ის ყოველთვის ცდილობს თავის შეკავებას. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგანაც არ ვიცნობ. რაც არ უნდა იყოს, მსურს გვარდიოლასნაირი ვიყო". დაასრულა მარსელინო გარსია ტორალმა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge