“ბარსელონა”–”დეპორტივო” – მატჩის განაცხადი

  • 8-12-2007, 18:29
  • სასიხარულო ამბები ისმის კატალონიელთა ბანაკიდან, ფრანკ რაიკაარდმა განაცხადში შეიყვანა არამარტო სამუელ ეტო’ო და ჯოვანი დოს სანტოსი, არამედ დეკოც, რომლის თამაშიც ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

    განაცხადს ასევე დაუბრუნდნენ ტურამი და სილვინიო, რომლებმაც ბოლო თამაში გამოტოვეს. მაგრამ არის დანაკლისიც, განაცხადს მიღმა დარჩა ია ია ტურე, რომელიც განაცხადის მაგივრად ლაზარეთში აღმოჩნდა. მის გარდა ტრამვების გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ედმილსონი, ოლეგერი და ანრი, ხოლო, რაც შეეხება სანტი ესკეროს, იგი რაიკაარდის გადაწყვეტილებით დარჩა განაცხადს მიღმა.

    გუნდის სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:

    მეკარეები: ვალდესი, ხორკერა;

    მცველები: პუიოლი, მარკესი, მილიტო, აბიდალი, ძამბროტა, სილვინიო, ტურამი;

    ნახევარმცველები: ჩავი, ინიესტა, დეკო, გუდიონსენი;

    თავდამსხმელები: რონალდინიო, ეტო’ო, მესი, ბოიანი, დოს სანტოსი.

    წყარო: www.fcbarcelona.com

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა