დი სტეფანო: "მარადონა მესის შურით არასოდეს უყურებს"

დი სტეფანო: "მარადონა მესის შურით არასოდეს უყურებს"

უკვე დიდი ხანია საფეხბურთო სამყაროში დაიწყეს კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოდ დასახელება. ხალხი თვლის, რომ 24 წლის ვარსკვლავმა უკვე გადაუჯოკრა ფეხბურთის ღმერთად წოდებულ, არგენტინელ დიეგო არმანდო მარადონას. ბევრი ასევე ფიქრობს, რომ დონ დიეგო მას შურის თვალით უყურებს და არ უხარია მისი წარმატება. სწორედ ამაზე ისაუბრა მადრიდის "რეალის" ლეგენდამ, ალფრედო დი სტეფანომ. დი სტეფანომ მარადონა გაამართლა და გააკრიტიკა ყველა, ვინც ამ მართლაც ლეგენდარულ ფეხბურთელს აკრიტიკებს.

 

"მარადონა მესის შურით არასოდეს უყურებს. ყველაფერი პირიქითაა. დიეგოს ძალიან უყვარს მესი და ყოველთვის უხარია მისი წარმატება. ლეოც, თავის მხრივ აღიარებს, რომ "ფეხბურთის ღმერთი" მხოლოდ ერთია და ეს მარადონაა. კარგია მათ შორის ასეთი დამოკიდებულება. ორივე კეთილი გულის ადამიანია." -განაცხადა "ბლანკოსის" ლეგენდამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.