გვარდიოლა დელ ბოსკეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

გვარდიოლა დელ ბოსკეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა და წაუგებელი მატჩების სერიას კიდევ ერთი გამარჯვება დაუმატა. დაპირისპირებაში, რომელშიც ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებები მონაწილეობდნენ, "ბარსელონას" რვა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ვალდესი, პიკე, პუიოლი, ბუსკეტსი, ჩავი, ვილია და პედრო დელ ბოსკემ სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა, ხოლო მოგვიანებით მოედანზე ტიაგო ალკანტარა შეუშვა, დავიდ სილვას ნაცვლად. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა პეპ გვარდიოლა. "ბლაუგრანას" მწვრთნელს კარგად ესმის, რომ "წითლების" ნაკრებში უმეტესობა "ბარსელონელის" მონაწილეობა კლუბის იმიჯზე დადებითად მოქმედებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ისეთ დროს, როცა ნაკრებს უკვე მოპოვებული აქვს ევრო ტურნირის საგზური, სასურველი არაა ძირითადი ფეხბურთელების დატვირთვა.

 

ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ხუთმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. დელ ბოსკემ მხოლოდ პუიოლი და ჩავი შეცვალა, უკანასკნელი ტრავმის გამო. "ბარსელონას" წინ გრძელი და დატვირთული სეზონი ელის, კლუბში კი ტრავმების ეპიდემია სუფევს. სწორედ აქედანაა გამოწვეული გვარდიოლას უკმაყოფილებაც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.