მესის რეკორდები

მესის რეკორდები

 

  2003/04 წლების სეზონში, როდესაც მესის დებიუტი ჰქონდა "პორტოს" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩი, ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ იგი ამდენს მიაღწევდა მომდევნო 8 სეზონის განმავლობაში. "ბატესთან" გატანილი 2 გოლით იგი, უნგრელ ლადისლაო კუბალას გაუთანაბრდა. ეს მისი კიდევ ერთი რეკორდია, მე კი მინდა ლეოს სხვა რეკორდებიც გაგაცნოთ:

► წამყვანი გოლეადორი 1 სეზონში გატანილი გოლების მიხედვით: გასულ სეზონში, ლეომ 53 გოლი გაიტანა( 31 ლა ლიგაში, 12 ჩემპიონთა ლიგაში, 7 ესპანეთის თასზე, 3 ესპანეთის სუპერ თასზე. ამ მაჩვენებლით იგი, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, ყველაზე ბევრი გოლის ავტორია 1 სეზონში.


►  კლუბის წამყვანი გოლეადორი ლა ლიგაში: 2 სეზონის წინ, მესიმ 34 გოლი გაიტანა 35 მატჩში, რითაც მან რონალდოს რეკორდი გაიმეორა, დამყარებული 1996/97 წლებში.

►  საერთაშორისო ტურნირებში კლუბის მთავარი გოლეადორი: 39 გოლი ჩემპიონთა ლიგაში, 1 ევროპის სუპერ თასზე, 2 მსოფლიო თასზე კლუბებს შორის. მესის   "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ამ ტურნირებზე. იგი კლუბის წამყვანი მეგოლეა ჩემპიონთა ლიგაზეც.


► მესი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გათამაშების ბომბარდირია. ზედიზედ 3–ჯერ ეს არავის გაუკეთებია. მან წინა გათამაშებაში 12 გოლი გაიტანა, რითაც რუუდ ვან ნისტელროის შედეგი გაიმეორა (2002/03). 

► ესპანეთის სუპერ თასის ყველა დროის ბომბარდირი. მესის ანგარიშზე ამ ტურნირზე გატანილი 8 გოლია, რაც სარეკორდო ციფრია ამ ტურნირის არსებობის  ისტორიაში.

► 2009/10 წლების სეზონში იგი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც 1 სეზონში გახდა: "ფიფას" წლის საუკეთესო ფეხბურთელი, "პიჩიჩის" მფლობელი, ოქროს ბუცის მფლობელი და ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.


►  ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება 2–ჯერ: მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც 2–ჯერ ზედიზედ გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.