გუდიონსენი: “დერბი განსაკუთრებული თამაშია”

გუდიონსენი: “დერბი განსაკუთრებული თამაშია”

ეიდორ გუდიონსენი ფიქრობს, რომ "ესპანიოლი”-”ბარსელონას” დერბი განსაკუთრებული მოვლენაა. ისლანდიელი ფეხბურთელი ტრამვის შემდეგ მალე გამოჯანმრთელდა და იმედოვნებს, რომ შაბათის მატჩი გუნდს გამოადგება.

გუდიონსენი იხსენებს გასული თამაშებს, როდესაც ამ გუნდების დაპირისპირებაში მხოლოდ 3 წულის ბედი არ წყდებოდა. გუნდებს შორის არსებული ორქულიანი სხვაობა თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ხუთშაბათის ვარჯიშის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე გუდიონსენმა განაცხადა, რომ "ესპანიოლთან” თამაშში იქნება უშეღავაღო ბრძოლა: "დერბი არ არის უბრალოდ თამაში. აქ არ თამაშება მხოლოდ სამი ქულა, რადგან ამ თამაშის მოგების შემთხვევაში ჩვენ გავიუმჯობესებთ სატურნირო მდგომარეობას. ამ თამაშში გამარჯვება ჩვენ დადებით მუხტს შეგვმატებს. სწორედ ამიტომ, გასახდელში არც კი განვიხილავთ თემას "მონჟუიკზე” წაგების შესახებ” – განაცხადა გუდიონსენმა.

უკეთესი თამაში ლიონში

გუდიონსენს სჯერა, რომ გუნდმა ლიონში აჩვენა გაუმჯობესებული თამაში და იგი იმედოვნებს, რომ შაბათსაც ასეთივე მაღალ დონეზე ითამაშებს კატალონიური კლუბი. "ჩვენ კარგად ვთამაშობდით საფრანგეთში და ვმოქმედებდით, როგორც ერთიანი გუნდი. ჩვენ უნდა გავიმეოროთ ეს თამაში და უნდა შევეცადოთ გავიტანოთ მეტი და გავუშვათ ნაკლები. მთლიანი გუნდის კარგად მუშაობა აუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას და თუ ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ შევძლებთ ყველა მატჩის მოგებასაც”.

კარგი მომენტი

გუდიონსენი ბოლო დროს ბევრ სასიკეთო ცვლილებას ხედავს. მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში "რეკრეატივოს” და "ლიონის” წინააღმდეგ, გახსნა თავისი პირადი გოლების არნგარიში ესპანეთის თასზე "ალკოიანოს” წინააღმდეგ. "გუნდში მომრავლებული ტრამვები ნიშნავდა იმას, რომ მე მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. მე ბოლო თვეების განმავლობაში ბევრს ვვარჯიშობდი, რაც ძალიან დამეხმარა. ჩემი მიზანი არის დავეხმარო გუნდს ყველაფრით, რითიც შემიძლია. "რეკრეატივოსთან” მატჩი მე ბევრი რამის დამტკიცება მინდოდა, მაგრამ შევცდი, "ლიონთან” თამაშის დროს კი უფრო გუნდისთვის ვთამაშობდი”.

"ესპანიოლის” კარგი თამაში

"ესპანიოლს” წელს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი აქვს ბოლო დროის განმავლობაში. კატალონიელი ფეხბურთელები 25 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე საფეხურზე არიან, რაც ამ დერბის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დერბიდ აქცევს. გუდიონსენს არ უნახავს მოწინააღმდეგის ბევრი თამაში ამ სეზონში, მაგრამ მას ეჭვი არ ეპარება ვალვერდეს შეგირდების სიძლიერეში: "მე ხშირად არ ვუყურებ მათ თამაშებს, მაგრამ ვიცი, რომ ისინი კარგ ფეხბურთს აჩვენებენ, ისინი ძალზე ძლიერები არიან, განსაკუთრებით ტამუდო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ მხოლოდ ჩვენს თამაშზე და უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამასებთ, მაშინ ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებს”.

სწრაფი გამოჯანმრთელება

გუდიონსენი სწრაფად გამოჯანრმრთელდა ტრამვის შემდეგ, რომელმაც მას ხელი შეუშალა ამ კვირაში სრულფასოვნად ვარჯიშში. იგი იმედოვნებს, რომ შაბათის მატჩს კარგ ფორმაში შეხვდება.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.