ვილა: "პირველი გოლის გასატანად დიდი დრო დავხარჯეთ"

  • 29-09-2011, 06:07
  • ვილა: "პირველი გოლის გასატანად დიდი დრო დავხარჯეთ"

    კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილამ კომენტარი გააკეთა გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის შემდეგ ("ბატე"-0:5-"ბარსა"). ესპანელი გოლეადორი თვლის, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა დიდი დრო დახარჯეს პირველი გოლის გასატანად. როგორც მოგეხსენებათ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს.

     

    "იმის მიუხედავად, რომ ასეთი ანგარიშით გავიმარჯვეთ ვთვლი, რომ პირველი გოლის გატანას დიდი დრო დავუთმეთ. ჩვენ მანამდე უნდა გაგვეხსნა ანგარიში, თუმცა "ბატემ" აჩვენა თავისი ნამდვილი ძალა და დაამტკიცა, რომ არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ეს ძალიან პრესტიჟული ტურნირია და ყოველთვის ძნელია მოგება. ასევე მინდა ორი სიტყვა ვთქვა მესიზეც. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ძალიან მიხარია მის გვერდით თამაში. არგენტინელი მომავალშიც ასე გააგრძელებს და გაგვახარებს თავისი უხვგოლიანობით." -ციტირებს ვილას სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied