24 სექტემბერი

24 სექტემბერი

1984 წელს, "კამპ–ნოუს" მეორე იარუსზე ოფიციალურად გაიხსნა კლუბის მუზეუმი. ამ დღიდან 27 წელი გავიდა.

1957 წელს ოფიციალურად გაიხსნა "კამპ–ნოუ". ამავე დღეს შედგა ამხანაგური შეხვედრა "ბარსელონასა" და "ლეგიას" შორის, რომელშიც კატალონიელებმა 4:2 იმარჯვეს. ახალ სტადიონზე პირველი გოლი "ბლაუგრანას" მხრიდან მარტინესმა გაიტანა. ამ დღიდან 54 წელი გავიდა.

1950 წელს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალი" მიიღო და 7:2 გაანადგურა. სამ ტურში კატალონიელებს უკვე გატანილი ჰქონდათ 19 გოლი, თუმცა ასევე გაშვებული ბურთების რაოდენობა 10–ს შეადგენდა. ამ დღიდან 61 წელი გავიდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.