მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები

მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები

  ინტერნეტ პორტალმა football.ua, შეადგინა სიმბოლური ნაკრები, ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მიხედვით. ნაკრებში "ბარსელონას" ოთხი ფეხბურთელი შევიდა: მესი, ვილია, ფაბრეგასი და ალვეში.

 

მეკარე: კასტრო ("ბეტისი"). გოლკიპერმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "სან მამესზე". კასტრო ესპინოზა ბარიგამ 8 სეივი განახორციელა, არ შეუშინდა სახიფათო დარტყმებსა და ბასკების ზეწოლას. მისი თავდაჯერებული თამაში გახდა "ბეტისის" წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

 

მარჯვენა მცველი: დანიელ ალვესი ("ბარსელონა). დანი არ შეცვლილა და დაუღალავად დაქროდა საყვარელ მარჯვენა ფლანგზე წინ და უკან. დიდი დრო დაჰყო შეტევების ორგანიზებაში. განახორციელა ორი საგოლე გადაცემა - მესისა და ვილიას მისამართით.

 

ცენტრალური მცველი: დემიკელისი ("მალაგა"). თავისი გუნდის დაცვის ნამდვილი კედელი. ხოაკინთან ერთად "მალაგას" შეამდგენლობაში საუკეთესო იყო.


მარცხენა მცველი: ნაჩო ("ბეტისი"). მატჩის მეთორმეტე წუთზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, გამოკვეთა თავისი გუნდის უპირატესობა. ჩაკეტა ბასკების შემტევი ნახევარმცველი, მარკელა სუსაეტა.

 

ცენტრალური ნახევარმცველი: ფაბრეგასი ("ბარსელონა). სანიმუშო ფეხბურთი, დამატებით ბონუსები გოლისა და სამი საგოლე პასის სახით.მონაწილეობდა თავისი გუნდის პრაქტიკულად ყველა შეტევაში. შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია.

 

ცენტრალური ნახევარმცველი: ბენიატ ეტჩებარია ("ბეტისი"). "ატლეტიკოს" აღზრდილი წლების განმავლობაში ცდილობდა, შესულიყო ძირითად შემადგენლობაში. გოლი გაუტანა თავის ყოფილ გუნდს. შეასრულა ძალიან დიდი სამუშაო. 

 

მარჯვენა ნახევარმცველი: ლუის გარსია ("სარაგოსა"). "ესპანიოლში" გატარებული ხუთი წლის შემდეგ სიმბოლური თანხის ფასად (1 მილიონი ევრო) "ლა რომარედას" მიაშურა. ორჯერ აიღო "თუთიყუშების" კარი. ცალსახად დაანახა თავის ყოფილ გუნდს, რომ მათ იგი ადრე ჩამოწერეს. სხვათაშორის, საფეხბურთო კარიერა მადრიდის "რეალის" აკადემიაში დაიწყო.

 

მარცხენა ნახევარმცველი: არდა ტურანი ("ატლეტიკო"). "ატლეტიკომ" 12 მილიონი ევრო კარგი საქმისთვის დახარჯა. ტურანმა განახორციელა ორი საგოლე გადაცემა. არაჩველებრივად თანამშრომლობდა გუნდის ორ ახალწვეულთან, დიეგოსა და ფალკაოსთან.

 

თავდამსხმელი: ფალკაო ("ატლეტიკო"). "ვეფხვმა" ჰეთ-თრიკით გამოიჩინა თავი და ფორლანისა და აგუეროს წასვლის შემდეგ "ვისენტე კალდერონე" ახალ კურმირზე აალაპარაკა. გასული სეზონის მიხედვით ფალკაო საუკეთესო ხუთეულის ფეხბურთელად დასახელდა სპორტული ჟურნალისტების მიერ. მან უკვე თავისი ფასის დემონსტრირება დაიწყო დიდ ჩემპიონატში.

 

თავდამსხმელი: მესი ("ბარსელონა"). სამი გოლი, ორი საგოლე გადაცემა, ორი გარტყმა ხარიხასთვის. მეთერთმეტე მატჩი ლეოსთვის, როცა მან სამი ან მეტი გოლის გატანა მოახერხა. უბრალოდ დაფლითა "ოსასუნას" დაცვა.

 

თავდამსხმელი: ვილია ("ბარსელონა"). გამოირჩა ანდრეს ფერნანდესის კარში შესრლებული დუბლით. ძალიან ღრმად ჩადიოდა მაცხენა ფლანგზე, ხანდახან ნომინალურ მარცხენა მცველის პოზიციამდეც. იყენებდა თავის შანსებს თავდასხმაში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.