სერხიო კანალესი: "ბარსელონას" უნდა მოვუგოთ"

სერხიო კანალესი: "ბარსელონას" უნდა მოვუგოთ"

  "ვალენსიას" ფეხბურთელმა, სერხიო კანალესმა "სიუდად ესპორტივაზე" ("ვალენსიას" სავარჯიშო ბაზა) გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ოთხშაბათს "ბარსელონასთან"  ჩასატარებელ მატჩზე ისაუბრა.

 

"ალბათ "ბარსელონა" ის გუნდია, რომელიც ყველაზე ცოტა შეცდომას უშვებს, მაგრამ მათგან გამორჩენას უნდა ველოდოთ. ბედნიერი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც ვაკეთებთ. ბოლო სამი თამაშის განმავლობაში ჩვენ გოლი არ გაგვიშვია საკუთარ კარში. არ უნდა გვეშინოდეს განადგურების. პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ მოგება შეგვიძლია." - განაცხადა ფეხბურთელმა, რომელიც "ვალენსიას" რიგებში იჯარის წესით, მადრიდის "რეალიდან" გაწევრიანდა.

 

"ძალიან რთულია მათი დამარცხება, დაუჯერებლად თამაშობენ." - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბარსელონას" ამჟამინდელ მდგომარეობაზე. "ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ სეზონში ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით და გავიმარჯვებთ, როგორც ყოველთვის. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ "ბარსელონაზე" და  ჩავიბეჭდოთ გამარჯვებულის მენტალიტეტი."

 

"გამარჯვებისთვის მთელს შესაძლებლობებს ვდებთ. "ხიხონთან" თამაშისას თითქოს მატჩის სადავეები ჩვენ გვქონდა, მაგრამ მოგვიანებით სიტუაცია გართულდა. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გათამაშების ცხრილის სათავეში ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ორი უძლიერესი კონკურენტი გვყავს. "ლევანტეს" გამარჯვება მანიშნებელია იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება." - დაასრულა კანალესმა.

 

 დღევანდელი მდგომარეობით სატურნირო ცხრილს "ვალენსია" ლიდერობს, ლიგის სამ თამაშში მოპოვებული 9 ქულით. მას მოსდევს "ბეტისი", რომელსაც ასევე 9 ქულა აქვს, თუმცა ბურთების შეფარდებით ჩამორჩებიან ლიდერს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.