პიკემ გუნდთან ერთად ივარჯიშა

პიკემ გუნდთან ერთად ივარჯიშა


”ბარსელონამ” დღეს დილით ”ჟოან ესპორტივაზე” მზადება დაიწყო ოთხშაბათს, ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩისთვის. ხერარდ პიკემ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

”ბარსას” ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც სამედიცინო შტაბისგან ჯერ-ჯერობით თამაშის უფლება არ მიუღია გუნდთან ერთად ივარჯიშა. მიუხედავად ამისა ძალიან საეჭვოა, რომ ის ”ვალენსიასთან” მატჩში განაცხადში მოხვდება.

პიკემ მარცხენა ფეხის ტრავმა 23 აგვისტოს მიიღო. პეპ გვარდიოლას არ სურს ფეხბურთელის ჯანმრთელობის გარისკვა და სავარაუდოდ პიკე შაბათს, ”ატლეტიკოსთან” დაუბრუნდება გუნდს.

პირველი გუნდის 19 ფეხბურთელთან ერთად სესიაზე იმყოფებოდა ფილიალის 4 ფეხბურთელი: მუნიესა, კუენსა, არმანდო და რივეროლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.