29 ივნისი

29 ივნისი

2008 წლის 29 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია 1:0 დაამარცხა. ესპანელთა ძირითად შემადგენლობაში "ბარსელონას" ერთბაშად 4 აღზრდილი: პუიოლი, ფაბრეგასი, ინიესტა და ჩავი თამაშობდნენ.

1983 წლის 29 ივნისს, ესპანეთის ლიგის თასის განმეორებით მატჩში, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ამ ტურნირის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა. მადრიდელთა კარში გოლები მარადონამ და ალესანკომ გაიტანეს.

1974 წლის 29 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში, მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე", "ბარსელონა" "რეალთან" 0:4 განადგურდა. დაახლოებით 5 თვის წინ, "ბარსას" "რეალი" მადრდიში 5:0 ჰყავდა დამარცხებული.

1952 წლის 29 ივნისს, ლათინას თასის ფინალში, "ბარსელონამ" ფრანგული "ნიცა" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი, 79-ე წუთზე, სეზარმა გაიტანა.

1928 წლის 29 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალის მე-2 გათამაშებაში, "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადი" 3:1 დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე 25-ე წუთზე იყო დაფიქსირებული. ფინალის პირველი 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.