ანდონი სუბისარეტა


სეზონი კლუბში: 1986-1994

თამაში: 490

გაშვებული: 435

 

ზუბიზარეტა (ვიქტორია, 1961) ერთ–ერთი საუკეთესო მეკარე იყო არამარტო "ბარსელონას" ისტორიაში, არამედ ესპანურ ფეხბურთშიც.

მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, მოიგო რა 126 საერთაშორისო მატჩი სანაკრებო დონეზე, მან ითამაშა ასევე 4 მსოფლიო ჩემპიონატზე და 2 ეუროზეც. გარდა ამისა, მას რეკორდი აქვს მოხსნილი ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, "ატლეტიკის", "ბარსასა" და "ვალენსიას" რიგებში(588).

მას ბევრი მაღალი დონის თვისება ჰქონდა, მეთაურობისა და ძელებს შორის პოზიციის შერჩევის ჩათვლით. 1986 წელს ის შეუერთდა "ბარსას" ლეგენდარული ურუტის შესაცვლელად. ზუბიზარეტა "ოცნების გუნდის" საყრდენი ძალა და "უემბლის" ფინალის გმირი იყო კუმანთან ერთად, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე სეივი შეასრულა. ცნობილი როგორც "ზუბი", ის ასევე გუნდის კაპიტანი იყო რამდენიმე სეზონი და შემჩნეული იყო მისი მუდმივი სიმშვიდე და ფსიქოლოგიოური ბალანსი მოედანსა და მის გარეთაც. თამაშისას ეს თვისებები სხვა ფეხბურთელებზეც ვრცელდებოდა, რაც საშუალებას აძლევდა გუნდს ადვილად ეპოვათ გამოსავალი რთულ თამაშებში.

 

ტიტულები

ჩემპიონთა ლიგა – 1991/92
თასების მფლობელთა თასი – 1988/89
ევროპის სუპერ თასი1992
ესპანეთის ჩემპიონატი– 1990/91, 91/92, 92/93, 93/94
ესპანეთის თასი – 1987/88, 89/90
ესპანეთის სუპერ თასი – 1991, 1992
კატალონიის თასი – 1990/91, 92/93


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.