ალეიშ ვიდალი


ალეიშ ვიდალი

"ბარსელონამ" და "სევილიამ" ალეიშ ვიდალის ტრანსფერზე შეთანხმებას 2015 წლის 7 ივნისს მიაღწიეს. 25 წლის ფეხბურთელი, კატალონიის მუნიციპალიტეტ პუჩპელატადან, "კამპ ნოუზე" ოფიციალურად 8 ივნისს წარადგინეს.

ამგვარად, ვიდალი დაუბრუნდა იმას, რაც 2001/02 სეზონში დაიწყო, როდესაც "ბარსას" 14 წლამდელთა გუნდში თამაშობდა. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, ვიდალმა საფეხბურთო სამყაროში კარგად იმოგზაურა. "ბარსას" დატოვების შემდეგ ის "კამბრილსში", "ხიმნასტიკში", "რეუსსა" და "დამმში" თამაშობდა. 2009 წელს ვიდალი "ესპანიოლს" შეუერთდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბერძნულ "პანთრაკიკოსში" იჯარით გადასულიყო. მომდევნო წელს ის ესპანეთში დაბრუნდა, რათა ასპარეზობა "ხიმნასტიკის" სარეზერვო გუნდში გაეგრძელებინა. 2010/11 სეზონში ვიდალი "მალიორკას" სარეზერვო გუნდში გადავიდა, შემდეგ კი "ალმერიაში", რომელიც მის კარიერაში საკვანძო ნაბიჯი გახდა.

როდესაც "ალმერია" პირველ დივიზიონში გადავიდა, ვიდალმა ანდალუსიური კლუბის, "სევილიას" ყურადღება მიიპყრო და ის ნერვიონში გაემგზავრა. საბოლოოდ, ესპანელი ფეხბურთელი "სევილიას" შეუერთდა. ანდალუსიელთა ხელმძღვანელმა, უნაი ემერიმ ვიდალი გარემარბიდან განაპირა მცველად გარდაქმნა და "სევილიას" მაისურით მან პრიმერას 31 მატჩი ჩაატარა, აქედან 22 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 4 გოლი გაიტანა. ვიდალი "სევილიას" 2015 წელს, ევროპის ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, სანამ "ბარსელონასთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებდა.

თვისებები

ვიდალი შემადგენლობისთვის უნივერსალური დამატებაა. მას შეტევაში მოედნის ორივე მხარეს თამაში შეუძლია, მაგრამ, ალბათ, მისი საუკეთესო პოზიცია დაცვაა. ალეიშ ვიდალს უყვარს ფლანგიდან წინ წასვლა და მეტოქეთა დაცვის გავლა, რათა ჩაწოდება მოახერხოს.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2015/16

ესპანეთის თასი (2): 2015/16, 2016/17

ესპანეთის სუპერ თასი: 2016/17

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

სევილია

ევროპის ლიგა: 2014/15


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.