მარტი ვენტოლრა

სეზონი კლუბში: 1933-1937

თამაში: 125

გოლი: 73


"ბარსას" ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო ვინგერად მიჩნეული, მარტი ვენტოლრა (ბარსელონა, 1906 – მექსიკო სითი, 1977) იყო გუნდის ერთ–ერთი უდიდესი ვარსკვლავი 30–იან წლებში.

ის უნიკალურად ქარიზმატული ფეხბურთელი იყო და "ბარსას" ფანებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მისი ცხვირსახოცის გამო, რომელსაც ის მუდამ თავზე იკეთებდა. აფეთქებადი ფეხბურთელი, ის გასაოცრად სწრაფი იყო და გააჩნდა დრიბლინგის ბრწყინვალე უნარი. მარტი ჰაერშიც კარგი იყო და რეგულარულად გაჰქონდა გოლები.

მან ესპანეთთან ერთად ორი საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ხოლო მისი "ბარსელონური" კარიერა უჩვეულო ვითარებაში დასრულდა: როდესაც ის სამოქალაქო ომის დროს კლუბთან ერთად ტურნეზე იმყოფებოდა მექსიკაში(ივნისი–აგვისტო, 1937 წელი), მოულოდნელად გადაწყვიტა იქ დარჩენა და ხელი მოაწერა კონტრაქტს ადგილობრივ "ატლანტასთან". მაგრამ მისი დარჩენის მთავარი მიზეზი სენტიმენტალური იყო: მექსიკო სითიში ის შეხვდა რესპუბლიკის პრეზიდენტის ძმისშვილს, ლაზარო კარდენასს, და ისინი დაქორწინდნენ. მათ ეყოლათ ვაჟი, ხოსე, რომელლისგანაც ბრწყინვალე მცველი დადგა და 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის ტურნირის მასპინძლის, მექსიკის, რიგებს იცავდა.


ტიტულები

კატალონიის ჩემპიონატი – 1934–35, 1935–36