სამუელ უმტიტი


სამუელ უმტიტი

სამუელ უმტიტი "ბარსელონაში" გუნდის დაცვის ხაზის გასაძლიერებლად მოვიდა. კამერუნელი წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2016 წლის 14 ივლისს, "ლიონიდან" გადავიდა, სადაც ის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.

"ლიონის" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, უმტიტი პირველ გუნდში 2011/12 სეზონში დაწინაურდა. იქ მან, საერთო ჯამში, 170 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

უმტიტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ევრო 2016-ზე გამოიძახეს, სადაც მისი ქვეყანა ტურნირის მასპინძელი იყო. უმტიტის დებიუტი 1/4 ფინალში, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ბრწყინვალე დებიუტის წყალობით, ის ტურნირის დანარჩენ მატჩებშიც ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. უმტიტიმ ნახევარფინალში, გერმანიის წინააღმდეგ და ფინალში, პორტუგალიის წინააღმდეგ, მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა. საფრანგეთის მთავარ ნაკრებში დებიუტამდე, უმტიტიმ ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.

სამუელ უმტიტი "ბარსელონას" მოთამაშედ ოფიციალურად 2016 წლის 15 ივლისს წარადგინეს.

თვისებები

ფრანგ ფეხბურთელს შეუძლია დაეხმაროს "ბლაუგრანას" მრავალი გზით. მისი უნარით ითამაშოს როგორც ცენტრალურ მცველად, ისევე მარცხენა მცველად. უმტიტი ხასიათდება მისი ფიზიკური ძალით, განჭვრეტის უნარითა და ოსტატობით ბურთის მოედანზე შემოტანაში. 181 სმ სიმაღლით, უმტიტი ძლიერია ჰაერში მოედნის ორივე ბოლოში. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, "ბარსაში" გადასვლამდე, უმტიტიმ ლიდერული თვისებები აჩვენა, როგორც მომავალმა კაპიტანმა წინა კლუბში.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2017/18

ესპანეთის თასი (2): 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი (2): 2016/17, 2018/19

ლიონი

საფრანგეთის თასი: 2011/12

საფრანგეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონი: 2018

20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი: 2013


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.