არდა თურანი


არდა თურანი

არდა თურანმა პროფესიონალური კარიერა "გალათასარაიში", 2004/05 სეზონში დაიწყო. 2005/06 სეზონში ის "მანისასპორში" გაანათხოვრეს, შემდეგ სეზონში კი სტამბულურ კლუბში დაბრუნდა. "გალათასარაიში" გატარებულ ხუთ სეზონში ის გუნდის კაპიტანი გახდა და საერთო ჯამში 43 გოლი გაიტანა.

"გალათასარაიში" ყოფნის დროს, თურანის დებიუტი ასევე თურქეთის ეროვნულ ნაკრებში, 2006 წელს შედგა. 2008 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიასა და შვეიცარიაში გაიმართა. "ბარსაში" გადასვლის დროს, არდამ ნაკრების მაისურით 81-ე მატჩი ჩაატარა.

2011 წლის ზაფხულში მან მადრიდის "ატლეტიკოსთან" გააფორმა კონტრაქტი, სადაც ოთხი სეზონის განმავლობაში იასპარეზა. ამ დროის მანძილზე, თურანმა ხუთი ტიტული მოიგო: ევროპის ლიგა, ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის თასი, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი. "ატლეტიკოს" ისტორიაში საუკეთესო პერიოდის საკვანძო ფიგურა 2015 წლის ზაფხულში "ბარსას" შეუერთდა.

"ბარსაში" თურანის დებიუტი 2016 წლის 6 იანვარს, ესპანეთის თასზე შედგა. კატალონიურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ბარსელონური "ესპანიოლი" მიიღო და 4-1 დაამარცხა, თურქმა ნახევარმცველმა კი თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.

თვისებები

თურქი ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ნიჭი აქვს. ის ძლიერია როგორც ფიზიკურად, ასევე ხასიათის თვალსაზრისით და ამას შესანიშნავ ტექნიკასთან ათავსებს, რაც მას სახიფათოს ხდის მოედნის ბოლო მესამედში. ის გოლების გამტანია და მადრიდის "ატლეტიკოს" წარმატებაში საკვანძო მოთამაშე იყო. ის "ბარსაში" მოვიდა, რათა ნახევარდაცვისთვის ძალა და კრეატიულობა მოეტანა.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2015/16

ესპანეთის თასი (2): 2015/16, 2016/17

ესპანეთის სუპერ თასი: 2016/17

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

ატლეტიკო

ესპანეთის ჩემპიონატი: 2013/14

ესპანეთის თასი: 2012/13

ევროპის ლიგა: 2011/12

ევროპის სუპერ თასი: 2012/13

გალათასარაი

თურქეთის ჩემპიონატი: 2007/08

თურქეთის სუპერ თასი: 2008/09


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.