გუნდური რეკორდები


მსოფლიო

  • ყველაზე მეტი ოფიციალური ტიტული წლის განმავლობაში - 6 (2009): ესპანეთის თასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ევროპა

  • "ბარსელონა" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც 1955 წლიდან მოყოლებული, არცერთი სეზონი არ ჩაუტარებია ევროტურნირების გარეშე.
  • ყველაზე მეტი ევროპული ტიტული (15): 4 ჩემპიონთა თასი, 4 თასების მფლობელთა თასი, 3 ბაზრობათა თასი, 4 ევროპის სუპერთასი)
  • ყველაზე მეტი თასების მფლობელთა თასი (4): 1979, 1982, 1989, 1997.
  • ყველაზე მეტი ბაზრობათა თასი (3): 1958, 1960, 1966.
  • ევროტურნირებზე ნათამაშები ყველაზე მეტი ფინალი (17): 7 ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე, 6 თასების მფლობელთა თასზე, 4 ბაზრობათა თასზე.
  • ყველაზე მეტი დუბლი ევროპული თასის მოგებით (4): 1992, 2006, 2009, 2011.
  • საერთაშორისო ტურნირებზე გოლის ზედიზედ 33 თამაშში გატანა: 2009 წლის 24 ნოემბრიდან 2012 წლის 7 მარტამდე.
  • ჩემპიონთა ლიგაზე გოლის ზედიზედ 29 თამაშში გატანა: 2009 წლის 24 ნოემბრიდან 2012 წლის 7 მარტამდე.
  • ევროპის წამყვან ჩემპიონატებში დაგროვებული ყველაზე მეტი ქულა: 100 - 2012-13 წლების სეზონში.

ესპანეთი

  • "ბარსელონა" არის ერთ-ერთი გუნდი სამიდან (მადრიდის "რეალთან" და ბილბაოს "ატლეტიკთან" ერთად), რომელსაც პრიმერა დივიზიონის ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
  • ერთადერთი გუნდი, რომელსაც ყველა შესაძლო ოფიციალური ტურნირი აქვს მოგებული: 1902 წელს მაკაიას თასიდან დაწყებული 2009 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატით დასრულებული.
  • ყველაზე მეტი ტიტული: 115.
  • ერთ სეზონში მოპოვებული ყველაზე მეტი ტიტული (5): 1951-52 - ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ლათინას თასი, ევა დუარტეს თასი, მარტინი-როსის თასი.
  • ერთადერთი გუნდი, რომელსაც ერთ სეზონში ტრებლი აქვს შესრულებული: 2008-09 - ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა.
  • ყველაზე მეტი ესპანეთის თასი: 26.
  • ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია ესპანეთის ჩემპიონატში (16 მატჩი): 2010-11 - მეშვიდედან 22-ე ტურის ჩათვლით.
  • ლა ლიგის პირველი ნახევრის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ქულებისა და გატანილი გოლების მხრივ: 2010-11 - 52 ქულა და 61 გოლი.
  • სეზონის განმავლობაში, ოფიციალურ მატჩებში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 2011-12 - 190 გოლი (114 ლა ლიგაში, 35 ჩემპიონთა ლიგაზე, 26 ესპანეთის თასზე, 5 ესპანეთის სუპერთასზე, 2 ევროპის სუპერთასზე, 8 საკლუბო მუნდიალზე) 64 თამაშში.
  • კალენდარული წლის განმავლობაში, ოფიციალურ მატჩებში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 2011 - 170 გოლი 64 თამაშში.
  • ზედიზედ მოგებები გასვლით მატჩებში: 13 თამაში. 2008 წლის 21 სექტემბრიდან 2009 წლის 11 იანვრამდე.
  • ზედიზედ მოგებები ლა ლიგის გასლით მატჩებში: 2010-11 - 10 თამაში.
  • ზედიზედ წაუგებელი თამაშები ლა ლიგის გასლით მატჩებში: 23 თამაში. 2010 წლის 14 თებერვლიდან 2011 წლის 30 აპრილამდე.
  • ერთადერთი გუნდი, რომელმაც ლა ლიგის პირველ წრეში ყველა გასვლითი თამაში მოიგო: 2010-11.
  • ერთადერთი გუნდი, რომელმაც ლა ლიგის ერთ გათამაშებაში გოლი ყველა გასვლით შეხვედრაში გაიტანა: 2010-11.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ლა ლიგის გასვლით მატჩში: 8:0 "ლას პალმასთან" (25.10.1959) და 8:0 "ალმერიასთან" (20.11.2010).
  • ერთ სეზონში ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში გოლის გატანა: 2009-10 - 34 თამაში.
  • ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში: 2010-11 - 28 თამაში.
  • ყველაზე მეტი მოგება სერზონში: 2011-12. 64 თამაშიდან 47 მოგება.
  • ლა ლიგის პირველ წრეში, თამაშში საშუალოდ ყველაზე მეტი გოლი გატანა: 2010-11. 19 თამაშში 61 გოლი. საშუალოდ, თამაშში 3.2 გოლი.
  • ლა ლიგის ზედიზედ ყველაზე მეტ ტურში, სტუმრად გოლის გატანა: 26 ტური. 2010 წლის 1 მაისიდან (2009-10 წლების სეზონის 35-ე ტური) 2011 წლის 6 ნოემბრამდე (2011-12 წლების სეზონის მე-12 ტური).

კლუბი

  • ყველაზე დიდი დასწრება "კამპ ნოუზე": 120 ათასი გულშემატკივარი. 05.03.1986, ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალი, "ბარსელონა"-"იუვენტუსი".
  • ზედიზედ მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი: 4. 1991-1994.
  • ლა ლიგის სტარტიდან ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 21 თამაში. 2009-10.
  • ლა ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 31 თამაში. 2010-11, მე-3 ტურიდან 33-ე ტურამდე.
  • ლა ლიგის მე-2 წრეში ყველაზე მეტი ქულა: 50 ქულა. 2009-10.
  • ლა ლიგის ერთ გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლის გატანა: 114 გოლი 38 თამაშში. 2011-12.
  • ლა ლიგის ერთ გათამაშებაში, მატჩში გატანილი გოლის საშუალო მაჩვენებელი: თამაშში 3.2 გოლი. 30 თამაშში 96 გოლი. 1958-1959.
  • ლა ლიგის ერთ გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 73 გოლი. 2011-12.
  • ლა ლიგის ერთ გათამაშებაში გაშვებული ყველაზე ცოტა გოლი: 18 გოლი 30 თამაშში. 1968-89.
  • ლა ლიგაში, საკუთარ კედლებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 67 თამაში. 1973 წლის 4 მარტიდან 1977 წლის 20 თებერვლამდე.
  • ლა ლიგაში, საკუთარ კედლებში ზედიზედ მოგებული თამაშები: 39 თამაში. 1958 წლის 16 თებერვლიდან 1960 წლის 6 ნოემბრამდე.
  • ლა ლიგის პირველი წრის წაუგებლად ჩატარება: 19 თამაში, 2009-10.
  • ლა ლიგის ერთ სეზონში მოგებული ყველაზე მეტი საშინაო მატჩი: 19. 1986-87.
  • ლა ლიგის ერთ სეზონში მოგებული ყველაზე მეტი გასვლითი მატჩი: 14. 2010-11.
  • ლა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი მოგება: 31. 2009-10.
  • ლა ლიგაში ბურთების ყველაზე კარგი შეფარდება: +85. 2011-12.
  • ლა ლიგის ერთ სეზონში, სტუმრად მოპოვებული ყველაზე მეტი ქულა: 46. 2011-12.
  • ლა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე ცოტა წაგება: 1. 2009-10.
  • ლა ლიგაში გოლების ზედიზედ გატანა: 36 თამაში. 1942 წლის 22 ნოემბრიდან 1944 წლის 6 თებერვლამდე.
  • ლა ლიგის საშინაო მატჩებში ზედიზედ გატანა: 88 თამაში. 1952 წლის 10 თებერვლიდან 1958 წლის 19 იანვრამდე.
  • ყველა ტურნირზე, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში გოლის გატანა: 36 თამაში. 1942 წლის 22 ნოემბრიდან 1944 წლის 6 თებერვლამდე.
  • სტუმრად ყველაზე მეტი გოლის გატანა: 49 გოლი. 2010-11.
  • ლა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 10:0. 1949 წლის 11 სექტემბერს, "ხიმნასტიკთან".
  • ესპანეთის თასზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 10:1. 1962 წლის 8 აპრილს "ბასკონიასთან".
  • ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 18:0. 1901 წლის 17 მარტს, "ტარაგონასთან".
  • ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ამხანაგურ მატჩში: 20:1. 1992 წლის 6 აგვისტოს "სმილდესთან".
  • ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: 11 თამაში. 2002-03.
  • ყველა ტურნირზე ზედიზედ მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: 18 თამაში. 2005-06.
  • ევროტურნირებზე ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია: 17 თამაში. 1988-89 - 1992-93 და 2005-06 - 2006-07 წლებში.
  • ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში, ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 8:0, 1982 წლის 15 სექტემბერს "აპოლონ ლიმასოლთან" და 8:0 2003 წლის 15 ოქტომბერს "მატადო პუჩოვთან".
  • ევროტურნირებზე, სტუმრად, ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: 7:0. 1995 წლის 12 სექტემბერს "აპოელ ბეერ შევასთან".
  • ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე ყველაზე დიდი სხვაობით მოგება: 7:1. 2012 წლის 7 მარტს "ლევერკუზენთან".
  • ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად, ყველაზე დიდი სხვაობით მოგება: 5:0, 2008 წლის 22 ოქტომბერს "ბაზელთან" და 5:0 2011 წლის 28 სექტემბერს ბატე-სთან.

საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.