ნელსონ სემედუ

ნელსონ სემედუ

ნელსონ სემედუ 1993 წლის 16 ნოემბერს დაიბადა და "ბენფიკას" 2012 წელს, "სინტრენსედან" შეუერთდა. ის ერთი წლით არენდით სხვა კლუბში გაუშვეს, ვიდრე ყოფილი კლუბის რეზერვის სრული წევრი გახდებოდა. მან ბრწყინვალედ იასპარეზა "ბენფიკას" მეორე გუნდში და მისი პირველ გუნდში დებიუტი 2015 წელს, პორტუგალიის სუპერ თასზე, ლისაბონის "სპორტინგის" წინააღმდეგ შედგა.

პირველ გუნდში, ორი სეზონის განმავლობაში, სემედუმ 63 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 11 ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიის ყველაზე წარმატებულ კლუბთან ერთად მან ორი ჩემპიონატი, ერთი თასი, ერთი პორტუგალიის ლიგის თასი და ერთი სუპერ თასი მოიგო.

2017 წლის 14 ივლისს ის "ბარსელონას" ახალ მოთამაშედ წარადგინეს.

პორტუგალიის მთავარ ნაკრებში მისი დებიუტი 2015 წლის 11 ოქტომბერს შედგა. სემედუმ ასევე მონაწილეობა მიიღო 2017 წლის კონფედერაციის თასზე, რომელიც რუსეთში შედგა, სადაც ორი მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

თვისებები

პორტუგალიელი შეტევაზე ორიენტირებული მარჯვენა მცველია, რომელიც პოზიციურად კარგი თამაშითა და მაღალი სისწრაფით გამოირჩევა. მას თითქმის პასების სიზუსტის 80% აქვს და 2016/17 სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატში ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ასევე კარგი დრიბლიორია და ბურთს კარგად აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, ის პირველ რიგში ცნობილია იმით, რომ ბურთი წინ მიაქვს და ასევე ეფექტურია თავისი თავდაცვითი მოვალეობებით.

1.77 მეტრის სიმაღლით, სემედუ მეორე სართულზე ძლიერი მცველია. ის ფლანგზე ტემპის მოსამატებლად იდეალურია და მეტოქე ნახევარდაცვის ხაზს თავისი პოზიციურობით, საოცარი უნარითა და სწრაფი სირბილით არღვევს.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2017/18, 2018/19

ესპანეთის თასი: 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19

ბენფიკა

პორტუგალიის ჩემპიონატი (2): 2015/16, 2016/17

პორტუგალიის თასი: 2016/17

პორტუგალიის ლიგის თასი: 2015/16