სერჟი რობერტო


სერჟი რობერტო

როდესაც სერჟი რობერტო 14 წლის იყო, მან მშობლიური ქალაქი რეუსი ბარსელონაზე და "ლა მასიაზე" გაცვალა. ტარაგონას "ხიმნასტიკის" ყოფილი ფეხბურთლი "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში განვითარებას განაგრძობდა. შედეგად, მან თავი "ბარსა ბ"-ში, ლუის ენრიკესთან ამოჰყო.

სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე გუნდის ლიდერად ქცევის შემდეგ, სერჟი რობერტო "ბარსას" პირველ გუნდში დაწინაურეს. ეს 2013 წელს, ხერარდო მარტინოს ხელმძღვანელობის დროს მოხდა. არადა, პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი რობერტოს ჯერ კიდევ 2010 წლის 10 ნოემბერს, ესპანეთის თასზე, "სეუტასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში ჰქონდა.

2013/14 წლების სეზონში სერჟი რობერტომ 27 თამაში ჩაატარა, აქედან 17 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 4 ჩემპიონთა ლიგაზე.

მომდევნო სეზონში, როდესაც გუნდს უკვე ლუის ენრიკე წვრთნიდა, რობერტომ მონაწილეობა 18 შეხვედრაში მიიღო, აქედან 12-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა. ესპანელმა უნივერსალმა 2 გოლი გაიტანა.

თვისებები

სერჟი რობერტო "ბარსელონას" ახალგაზრდული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია. სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელს მოედნის ცენტრში სწრაფი კომბინაციების აგება შეუძლია. სერჟი რობერტო ჭკვიანი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველია. ის ფაქტი, რომ ის ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, სერჟი რობერტოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (4): 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი (4): 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17

ესპანეთის სუპერ თასი (4): 2010/11, 2011/12, 2013/14, 2016/17

ჩემპიონთა ლიგა (2): 2010/11, 2014/15

ევროპის სუპერ თასი (2): 2011/12, 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2): 2011/12, 2015/16


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.