რონალდო დე ასისი, “რონალდინიო”

სეზონი კლუბში: 2003-2008

თამაში: 250

გოლი: 110

 

ბრაზილიელი შემტევი პორტო ალეგრეში დაიბადა 1980 წელს. "ბარსაში” გატარებული 5 წლის მანძილზე, იგი კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა და ლომის წვლილი შეიტანა ორი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულების მოგებაში.
რონალდინიო "ბარსელონაში” 2003 წელს მოვიდა, რათა წაძღოლოდა კლუბის ახალ პროექტს, რომელიც ფრანკ რაიკაარდმა დაიწყო. ფეხბურთელმა, რომელიც ხუთივე სეზონში 10 ნომერს ატარებდა, ძალიან მალე მოიგო ფანების გული ისეთი მოძრაობებისა და ტექნიკის წყალობით, რომელიც ბევრ ფეხბურთელს არ გააჩნდა და ძალიან ცოტას თუ შეეძლო ასეთი "ფინტების” კეთება.
"ბარსას” მაისურით ბრაზილიელმა 94 გოლი გაიტანა ოფიციალურ შეხვედრებში, გარდა ამისა, გამოირჩეოდა საგოლე და უბრალოდ ელეგანტური პასებით. მისი ლიდერობით, "ბარსამ” კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი გამოიარა ზედიზედ ორი ლა ლიგისა და ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგებით. ასევე ფრიად აღსანიშნავია მადრიდელთა ოვაციები, რომლებიც მან მიიღო 2005 წლის 19 ნოემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილი ორი ბრწყინვალე გოლის შემდეგ. ის მატჩი კატალონიელებმა 3-0 მოიგეს.
"ბარსაში” თამაშისას რონიმ ყველაზე მაღალი დონის ინდივიდუალური პრიზებიც მოიგო: ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა (2004, 2005) და ოქროს ბურთი (2005).

 

ტიტულები:

ჩემპიონთა ლიგა – 2005/06

ესპანეთის ჩემპიონატი – 2004/05, 2005/06

ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07

კატალონიის თასი – 2003/04, 2004/05, 2006/07