რომარიო დე სოუზა


სეზონი კლუბში: 1993-1995

თამაში: 82

გოლი: 54

რიო დე ჟანეიროში 1966 წელს დაბადებული რომარიო "ბარსაში” "პსვ”-დან 1993 წელს მოვიდა.
ბრაზილიელმა გაამართლა თვისი ტრანსფერი, ვინაიდან მან 33 ლიგის მატჩში 30 გოლი გაიტანა 1993/94 წლების სეზონში.
მას ნამდვილად მაგიური თვისებები ჰქონდა, ამის გამო ხორხე ვალდანომ, მას "მულტიპლიკაციური ფეხბურთელი” უწოდა. იგი დრიბლინგის ოსტატი და ძალიან სწრაფი ფეხბურთელი იყო, მას შეეძლო მცველის ჩამოშორება და კარში დარტყმა ზებუნებრივ სტილში. ის "ოცნების გუნდის” ერთ-ერთი ბოლო წვერი იყო, ბრწყინვალე ბომბარდირი. 1994 წელს, "ბარსასთან” ერთად მოგებული ლა ლიგის შემდეგ, მას ბრწყინვალე მუნდიალი ჰქონდა. რომარიომ ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ამავე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
სამწუხაროდ, ბრაზილიელ ვარსკვლავს უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა. ის ყოველთვის იღებდა უფრო ხანგრძლივ შვებულებას, ვიდრე ნებადართული იყო და სწორედ ეს გახდა 1995 წელს მისი ნაადრევი წასვლის მიზეზი. დე სოუზა "ფლამენგოში” გადავიდა.

 

ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1993/94


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.