ანტონი რამალეტსი


სეზონი კლუბში: 1946-1961

თამაში: 473


ანტონი რამალეტსი (ბარსელონა, 1924) ერთ–ერთი საუკეთესო მეკარე იყო "ბარსელონას" ისტორიაში, ისევე როგორც ესპანურ ფეხბურთში.

თავდაპირველად, 1949 წლამდე, ის გუნდის პირველი მეკარის, ველასკოს, შემცვლელი იყო, ამიტომ მოედანზე ხშირად არ გვევლინებოდა. თუმცა ამ უკანასკნელმა სერიოზული ტრავმა მიიღო ერთ–ერთ მატჩში და რამალეტსაც თამაშის საშუალება მიეცა.

როდესაც ანტონი "ბარსას" ოფიციალური მეკარე გახდა, სწორედ მაშინ დაიწყო "ბარსას" დიდების ერა, როდესაც გუნდმა მოიგო ეგრეთ წოდებული "5 თასი". ამ პერიოდში რამალეტსმა არაერთი ინდივიდუალური ჯილდოც მიიღო. დიდებული მეკარის წინსვლა გაგრძელდა ელენიო ერერას მწვრთნელობის დროსაც.

სწრაფი, მოძრავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჭკვიანი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ანტონი რამალეტსის საუკეთესო თვისებები, რომელმაც იცოდა, თუ როგორ ყოფილიყო ეფექტური და უბრალო ერთდროულად. მან , როგორც უკვე ღირსეულმა მეკარემ, ფეხბურთის ისტორიაში ადგილი 1950 წელს დაიმკვიდრა, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ აქ გაიჟღერა პირველად მეტსახელმა – "მარაკანას კატა".

მის ყველაზე ცუდ მოგონებად 1961 წლის ევროპის თასის ფინალი რჩება, ბერნაში, სადაც "ბარსა”, მიუხედავად უამრავი საგოლე მომენტისა, "ბენფიკასთან" 3–2 დამარცხდა. თუმცა ამაზე უარესი ის ფაქტია, რომ რამალეტსმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი, რამაც იმოქმედა შემდეგში მისი ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებაზე.

1962 წლის 6 მარტს რამალეტს დიდი ემოციური პატივი მიაგეს "კამპ ნოუ"–ზე შეკრებილმა ფანებმა "ბარსასა" და "ჰამბურგს" შორის გამართულ მატჩში(5–1). ამ მატჩში ის დააჯილდოვეს "Medalla de Mérito Deportivo”–თი(სპორტული ოსტატობის, ბრწყინვალების მედალი).


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1947–48, 1948–49, 1951–52, 1952–53, 1958–59, 1959–60

უეფას თასი – 1957–58, 1959–60

ლათინას თასი – 1949, 1952

ესპანეთის თასი – 1950–51, 1951–52, 1952–53, 1956–57, 1958–59

ევა დუარტეს თასი – 1948, 1952, 1953


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.