ფერენც პლატკო

სეზონი კლუბში: 1923-1930

თამაში: 189


პლატკო (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1898 – სანტიაგო, ჩილე, 1983) შეძენილ იქნა 1923 წელს "ბარსას" კიდევ ერთი ლეგენდარული მეკარის, რიკარდო ზამორას, შემცვლელად.

და ის ისე ბრწყინვალედ თამაშობდა, ძელებს შორის დგომის საოცარი ტალანტის წყალობით, მისი საჯარიმოდან ცნობილი გამოსვლებით სახიფათო სიტუაციებში, და უსაფრთხოების გასაოცარი გრძნობა, რომელსაც ის შთააგონებდა თავის კოლეგებს. ის "ბარსას" ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო "ოქროს ხანაში".

1928 წელს კადისელმა პოეტმა, რაფაელ ალბერტმა, უკვდავყო პლატკო ემოციურ პოემაში მისი გმირობის გამო ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში, სადაც მან თავში ძლიერი დარტყმა მიიღო მეტოქე ფეხბურთელისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოედანზე დარჩა. ალბერტმა დაწერა ისეთი ლირიკული სიტყვები, როგორიცაა: "მგზნებარე ვეფხვი სხვა მიწის ბალახზე", "გმირული ლურჯი და წითელი", "სისხლის ქერა დათვი".

მოგვიანებით ის კლუბის საფეხბურთო დირექტორად მოგვევლინა ორ სხვადასხვა სეზონში 1934/35–სა და 1955/56–ში.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1928–1929

ადგილობრივი ჩემპიონატი – 1924–25, 1925–26

კატალონიის ჩემპიონატი – 1923–24, 1924–25, 1925–26, 1926–27, 1927–28, 1929–30