იერი მინა

იერი მინა

ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი, "ბარსელონას" ყველაზე მაღალი ფეხბურთელი იერი ფერნანდო მინა გონსალესი 1994 წლის 23 სექტემბერს, გუაჩენეში, კაუკასში, კოლუმბიაში დაიბადა.

იერი მინა "ბარსელონაში" კატალონიური კლუბის ცენტრალური დაცვის გასაძლიერებლად მოვიდა. 195 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელი გუნდს ათლეტურობას შემატებს. ფიზიკური მონაცემების გარდა, მინა სისწრაფითა და ბურთის კონტროლითაც გამოირჩევა. მას ასევე შეუძლია გოლების გატანა - "პალმეირასში" ჩატარებულ 49 მატჩში მან თავი 9 გოლით გამოიჩინა, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართულ 9 შეხვედრაში კი მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

იერი მინას სპორტული კარიერა მშობლიურ ქალაქ გუაჩენეში დაიწყო, სადაც ის ნახევარმცველად თამაშობდა. მინას პოზიცია 19 წლამდე არ შეუცვლია, სანამ ის "დეპორტივო პასტოში" არ გადავიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფლაბიო ტორესმა მას ადგილი დაცვის ცენტრში მიუჩინა. მინამ ამ პოზიციაზე თამაში "ინდეპენდიენტე სანტა ფეში" განაგრძო და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მოგვევლინა, რის შემდეგაც, 2016 წელს, "პალმეირასს" შეუერთდა.

2018 წლის 11 იანვარს იერი მინა "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 11.8 მილიონ ევროდ შეძენილმა კოლუმბიელმა კატალონიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.


თვისებები

კოლუმბიელი ცენტრალური მცველი, რომელიც სიმაღლეში 1.95 მეტრია, თავისი ფიზიკური აგებულების წყალობით, მე-2 სართულზე ძალიან კარგად გამოიყურება. ის ასევე სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. მე-2 სართულზე კარგად თამაშის წყალობით მინა მეტოქის საჯარიმოშიც საფრთხეს წარმოადგენს.


ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2017/18

ესპანეთის თასი: 2017/18