ლუის ენრიკე მარტინესი


სეზონი კლუბში: 19962004

თამაში: 354

გოლი: 123

პოპულარული "ლუჩო” (ხიხონი, 1970) "ბარსაში” 1996 წლის ზაფხულს მოვიდა, როგორც თავისუფალი აგენტი, მას შემდეგ, რაც 5 წელი ითამაშა მადრიდის "რეალში”.
მუხედავად წარსულისა, რომელიც მადრიდს უკავშირდებოდა, იგი ახალ კლუბს მალე და ადვილად შეეწყო და "ბარსელონას” ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ ფეხბურთელად იქცა.
ის ლიდერად იყო დაბადებული და მობილიზებას არასდროს კარგავდა, რის გამოც გუნდის კაპიტნად იქცა. ენრიკეს თამაშის მაღალი ხარისხი და მრავალფეროვნება ესპანელის თამაშის სტილის დახასიათების ორი ძირითადი ატრიბუტი იყო. ლუისი უფრო მეტად გამთამაშებელი იყო, მაგრამ ფლანგებზეც თამაშობდა, ზოგჯერ ცენტრ ფორვარდადაც კი.
ის იყო მარჯვე და დაუღალავი ფეხბურთელი და ასევე ბრწყინვალე ბომბარდირი. იგი გამოირჩეოდა ბურთის კონტროლითა და მოედნის ხედვით, რისი მეშვეობითაც ურთულესი სიტუაციებიდან ადვილ გამოსავალს პოულობდა. ენრიკე მუდმივად ამხნევებდა კოლეგებს და გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი იყო მოედანზე და მის გარეთაც. ლუისი ფანების ერთ-ერთი ფავორიტი იყო და იგი "ბარსაში” 2004 წლამდე დარჩა და აქვე დაასრულა კარიერა.
2008 წლის ივლისიდან, ლუის ენრიკე მარტინესი "ბარსა ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელია.

 

ტიტულები

თასების მფლობელთა თასი – 1996/97

ევროპის სუპერთასი – 1997

ესპანეთის ჩემპიონატი – 1997/98, 1998/99

ესპანეთის თასი – 1996/97/ 1997/98

ესპანეთის სუპერთასი – 1996

კატალონიის თასი – 1999/00, 2003/04


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.