მიკაელ ლაუდრუპი


სეზონი კლუბში: 1989-1994

თამაში: 288

გოლი: 93

 

"მიკელინიო" ლაუდრუპი "ოცნების გუნდის" პირველი "აქტორი" იყო, კრეატიული თავდამსხმელი ისეთი ელეგანტურობით გამოირჩეოდა, რომ მასზე ხშირად ხუმრობდნენ, რომ ყველა პოზიციაზე შეეძლო თამაში.

დანიელი თავდამსხმელი (ფრედერიკსბერგი, 1964) "ბარსაში" 1989 წელს მოვიდა "იუვენტუსიდან", სადაც მან ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების გამოვლინება. ყველაფერი შეიცვალა, როცა ის "კამპ ნოუ"–ზე მოვიდა. ის ყველა თამაშზე უმატებდა და ნათლად გვაჩვენებდა თავის უნარიანობას.

იგი "ერთი–ერთზე"–ს ოსტატი იყო და გამოირჩეოდა მოედნის ბრწყინვალე ხედვით, რომელიც წარბის ოდნავ აწევით სენსაციურ საგოლე პასებს აკეთებდა. იმ დროს მიხეილი მსოფლიოში საუკეთესო პასერად(პასის მიმწოდებლად) ითვლებოდა. შესაბამისად, "ბარსას" ფანებს ძალიან უყვარდათ დანიელი ფეხბურთელი და ერთი პერიოდი "კამპ ნოუ"–ს პლაკატი ამშვენებდა წარწერით: "გაერთე სტადიონზე ლაუდრუპის თამაშის ყურებით". გარდა პასებისა, მას გოლებიც ბლომად გაჰქონდა, საბოლოოდ კი 288 მატჩში 93 გოლი გაიტანა. ამ ყველაფერთან ერთად, მან ბარსა ტიტულების მთელი ნაკრებით დატოვა.

1993/94 წლების სეზონში მას დაპირისპირება მოუვიდა სამწვრთნელო შტაბთან, ამის გამო 1994 წელს, იგი გადავიდა მადრიდის "რეალში". მიუხედავად ამ დავზარდამცემი გადადგმული ნაბიჯისა, მისი მაგიურობა "კამპ ნოუ"–ზე მაინც არავის დაავიწყდება.

 

ტიტულები

ჩემპიონთა ლიგა -  91/92
ევროპის სუპერ თასი – 1992
ესპანეთის ჩემპიონატი – 90/91, 91/92, 92/93, 93/94
ესპანეთის თასი – 89/90
ესპანეთის სუპერ თასი – 1991, 1992
კატალონიის თასი – 90/91, 92/93


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.