რონალდ კუმანი


სეზონი კლუბში: 1989-1995

თამაში: 345

გოლი: 102

 

"ტინტინ” კუმანი ყოველთვის იქნება ყურადღების მიქცევის ღირსი "ბარსელონას” ისტორიაში, რადგან მან 1992 წელს უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "უემბლიზე”, რამაც დიდი გამარჯვება მოუტანა გუნდს.
ჰოლანდიელი მცველი (ზაანდამი, 1963) "ოცნების გუნდის” ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, ბრწყინვალედ თამაშობდა რა დაცვაში, ასევე აკეთებდა მაგიურ პასებს შეტევაში და მეტოქის კარს საკმაოდ აწუხებდა.
ის ასევე ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც პენალტის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ფეხბურთის ისტორიაში, მისი ჯარიმების შესრულებითა და რეკორდული ძალით. მან "ბარაში” გატარებულ 6 წელიწადში 102 გოლი გაიტანა, გასაოცარი შედეგი მცველისთვის. მოედნის გარეთ კუმანი ცნობილი იყო თავისი ზრდილობით, თავდამბლობით, რის გამოც ის ფანების უდავო კერპად იქცა. რონალდი კლუბის სამწვრთნელო ბაზის წევრიც იყო 1998 წლის ივლისიდან 1999 დეკემბრამდე.

 

ტიტულები

ჩემპიონთა ლიგა – 1991/92
ევროპის სუპერ თასი – 1992
ესპანეთის ჩემპიონატი – 1990/91, 91/92, 92/93, 93/94
ესპანეთის თასი – 1989/90
ესპანეთის სუპერ თასი – 1991,1992
კატალონიის თასი – 1990/91, 92/93


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.